შალვა პაპუაშვილი - აქტივისტებს ეზიზღებათ როგორც თსუ, ასევე სტუ, პროფესურაც ეზიზღებათ, რადგან როცა ნახავენ, რომ მათ სასარგებლოს არ ამბობენ, პირდაპირ ადამიანურ შეურაცხყოფას აყენებენ

ამ აქტივისტებს ეზიზღებათ როგორც თსუ, ასევე სტუ, პროფესურაც ეზიზღებათ, რადგან როცა ნახავენ, რომ მათ სასარგებლოს არ ამბობენ, პირდაპირ ადამიანურ შეურაცხყოფას აყენებენ - იმ უნივერსიტეტების რექტორებიც და სტუდენტებიც ეზიზღებათ, რადგან მათთან ერთად ძალადობრივ აქციაზე არ გამოდიან - ანუ, ყველა ეზიზღებათ და თან ვითომ მათ იცავენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განათლების რეფორმაზე და თსუ და სტუ-ს გაერთიანების გამო გამართულ საპროტესტო აქციებზე საუბრისას განაცხადა.

პაპუაშვილის მტკიცებით, დღეს სტუდენტების სახით აქტივისტებად ყოფილი სტუდენტები არიან, რომლებიც არღვევენ კანონს და ამისთვის 250 000 ლარი ჯარიმა აქვთ.

„ახლა გვესმის ისეთი ხასიათის არგუმენტები, თითქოს პრობლემა არ ყოფილა, განათლების ხარისხი კარგია და სხვადასხვა რეიტინგში არიან. თუ ეს ყველაფერი კარგია, მაშინ ყველაფერი ასე ცუდად რატომ არის? ამავე დროს ამბობენ, რომ მე-12 კლასი გვჭირდება, იმისთვის, რომ ბავშვი სკოლას რომ დაამთავრებს გაიქცეს, რადგან აქ სწავლა არ ვარგაო და იმავე აბზაცში ამბობენ, რომ აქ ისეთი კარგი უნივერსიტეტები და განათლება გვაქვს, რომ რეფორმა არ სჭირდებაო.

ერთი მხრივ ხედავთ გარედან მართულ ჯგუფებს, რომლებსაც ოღონდ რაიმე თემა მიეცეთ და მსჯელობის გარეშე უნდა იყვირონ და ლოზუნგები ისროლონ. ასევე, აკადემიურ წრეში არიან ადამიანები, რომლებთანაც მნიშვნელოვანია საუბარი, განათლების მინისტრიც შეხვდება და ყველა მზად ვართ.

რაც შეეხება სტუდენტებს, ყოფილი სტუდენტები რომ დღეს აქტივისტები არიან და ისეთი კანონდამრღვევები რომ არიან, რომ 250 000 ლარი ჯარიმა მაქვსო, ამბობენ. ახლა უცებ უნივერსიტეტის თემებით რომ დაინტერესდნენ, ამ აქტივისტებთან რა უნდა ისაუბრო? ამ აქტივისტებს ეზიზღებათ როგორც თსუ, ასევე სტუ. პროფესურაც ეზიზღებათ, რადგან როცა ნახავენ, რომ მათ სასარგებლოს არ ამბობენ, პირდაპირ ადამიანურ შეურაცხყოფას აყენებენ. იმ უნივერსიტეტების რექტორებიც და სტუდენტებიც ეზიზღებათ, რადგან მათთან ერთად ძალადობრივ აქციაზე არ გამოდიან. ანუ, ყველა ეზიზღებათ და თან ვითომ მათ იცავენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს