საგარეო საქმეთა მინისტრთან არ მისაუბრია, მაგრამ ჩვენი დამოკიდებულება ყველასთვის ცნობილია: მზად ვართ, აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა, გადაიტვირთოს ურთიერთობები და ახალი ფურცლიდან დაიწყოს,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას ვაშინგტონში გამართულ სამუშაო ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, უსამართლო დამოკიდებულება იყო საქართველოსთან მიმართებით.
გარდა ამისა, კალაძემ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ, რომ „დარსალიამ გამოაქვეყნა ფოტო ღონისძიებიდან, რომელსაც ტრამპიც ესწრებოდა მაშინ, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე, დარბაზიდან გადაღებული ფოტოების გამოქვეყნების გამო ზურაბიშვილს აკრიტიებდნენ“. კალაძემ შემდეგნაირად უპასუხა: „მერწმუნეთ, ტრამპის ინაუგურაციას მე უფრო კომფორტულად ვუყურე, ვიდრე სალომე ზურაბიშვილმა".
„მე საგარეო საქმეთა მინისტრთან არ მისაუბრია, მაგრამ ჩვენი დამოკიდებულება ყველასთვის ცნობილია: მზად ვართ, აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა, გადაიტვირთოს ურთიერთობები და ახალი ფურცლიდან დაიწყოს. რაც ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში ხდებოდა ყველანაირ მეგობრულ დამოკიდებულებას ცდება. გახსოვთ როგორ უსამართლო დამოკიდებულება იყო საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებების თვალსაზრისით, თუ სანქციების დაწესების კუთხით.
ჩვენ იმ საქმეში, რაზეც ტრამპი საუბრობს: ომის დასრულება და „დიფ სთეითის“ დამარცხება, ვგულშემატკივრობთ. დაველოდოთ, პროცესი მიდის, შეხვედრები გაიმართა, ჩვენ მზად ვართ“,- აღნიშნა კალაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდა. როგორც უწყებაში განმარტავენ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. როგორც საგარეო უწყებაში განმარტავენ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.