კახა კალაძე - კატასტროფა ხდება! ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ევროპული ბიუროკრატია, რებრენდინგი სჭირდება!

კატასტროფა ხდება! ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ევროპული ბიუროკრატია, რებრენდინგი სჭირდება,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპელ ხალხს რომ ჰკითხონ, რა დამოკიდებულება აქვთ ევროპულ ბიუროკრატიაზე, ხალხის რეალურ შეფასებას მოისმენენ.

„რაც შეეხება ევროპულ კურსს, ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ ძალიან მნიშვნელოვანა აღნიშნული გზა, მიუხედავად იმისა, რომ დაბრკოლებებია, უსამართლო დამოკიდებულება ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით.

ევროპულ ბიუროკრატიას თუ შევხედავთ, ყველა დამეთანხმება, რომ უმძიმეს მდგომარეობაშია. კიდევ უფრო საინტერესოა, ევროპელ ხალხს რომ ჰკითხოთ, რა დამოკიდებულება აქვთ ევროპულ ბიუროკრატიაზე, მოისმენთ ამ ხალხის რეალურ შეფასებას. კატასტროფა ხდება! ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ევროპული ბიუროკრატია, აუცილებად სჭირდება განახლება, „რებრენდინგი“,- აღნიშნა კალაძემ.

ამასთან, კახა კალაძე გამოეხმაურა „ნეიტრალური საქართველოს” განცხადებას, რომ „რუსთავი 2-მა” და „იმედმა” საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით დებატებს უმოკლეს ვადაში უნდა გაუწიონ ორგანიზება. როგორც კალაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ არცერთ თემას არ გაურბის. არ არსებობს თემა, სადაც დისკუსიაში მონაწილეობა არ შეუძლიათ“.

ამასთან, მან ჟურნალისტებთან ევროსაბჭოს მხრიდან უცხოური ჩარევის საწინააღმდეგოდ ბრძოლის გამოცდილების გაზიარების შესახებ საქართველოსთვის მომართვის საკითხზეც ისაუბრა.

„ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი რატომ მივიღეთ?! ბოლო წლებში, ვხედავდით უცხოეთიდან გაუმჭვირვალედ შემოსულ თანხებს, რომელიც ხმარდებოდა ქვეყნის შიდა პოლიტიკას. ეს ძალიან მძიმეა. ყველა თავმოყვარე, განვითარებული ქვეყანა ამ ყველაფერზე რეაგირებას გააკეთებს. გამჭვირვალობა არის მნიშნველოვანი. მნიშვნელოვანია ყველამ იცოდეს თანხები საიდან შემოდის და რა კონკრეტულ პროექტებს ხმარდება“,-აღნიშნა კალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი