სალომე ზურაბიშვილი - დღეს ვერავინ გაბედა თსუ-სთან  მოსვლა, სად არიან? უნდა ვიყოთ მზად, რაც დასაცავია, დავიცვათ  - თუ არა თავისუფალი უნივერსიტეტი, არც თავისუფლება შეიძლება სუფევდეს, ეს იქნება ყველაზე მძიმე შეცდომა, რასაც "ოცნება" დაუშვებს

თუ არა თავისუფალი უნივერსიტეტი, არც თავისუფლება შეიძლება, რომ სუფევდეს. მჯერა, ყველანი ამას დავიცავთ და ეს იქნება ყველაზე მძიმე შეცდომა, რასაც "ოცნება" დაუშვებს, ამის მერე აღარ იოცნებებს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ ისიც ვერ გაბედა, რომ დღეს უნივერსიტეტთან მისულიყო.

"მე არ გახლავართ ამ უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტი, არც ლექტორი, მაგრამ ჩემს თავს, როგორც საქართველოს თითოეული მოქალაქე ამ უნივერსიტეტის სადარაჯოზე მყოფ ადამიანად ვთვლი. თუ არა ეს უნივერსიტეტი, თუ არა თავისუფალი განათლება, მაშინ საქართველო არ იქნება. ჩვენი მომავალი არ არის, რომ დაიხუროს აქ თავისუფალი კერა, რომ ჩაახშონ თავისუფალი აზროვნება. ეს არ მოხდება! არ მოხდება იმიტომ, რომ დღეს ვერავინ გაბედა აქ მოსვლა. სად არიან? ხომ შეეძლოთ დღეს მოსულიყვნენ და აეხსნათ თქვენთვის. დიალოგიო, დებატიო. აეხსნათ თქვენთვის, ვითომ რა რეფორმა უნდათ, მაგრამ არა, ვერ ბედავენ გამოსვლას, ჩაკეტილი კედლების უკან არიან. ეს არის თქვენი, ჩვენი ძალა, რომ თავისუფლების ძალა გვაქვს, რომ უნივერსიტეტს ვერავინ გააჩუმებს, ჩვენ ამის ყველას უნდა გვჯეროდეს და ყველანი უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ რაც დასაცავია, ის უნდა დავიცვათ. დღეს იმაზე საუბარი 1918 წელს თუ 1921 წელს რა შეძლო ამ უნივერსიტეტმა, ეს ერთია, მაგრამ ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რას შეძლებს ეს უნივერსიტეტი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ რუსეთის მუდმივი ოცნება სწორედ ის იყო, რომ საქართველო არ ყოფილიყო განათლებული, რომ საქართველოს მოქალაქე ყოფილიყო უფრო დაჩაგრული, უფრო მონა, ვიდრე რუსეთის, მაგრამ ეს არ მოხდება. ეს არის ის, რაც უდევთ თავში ამ რუსული რეჟიმის წარმომადგენლებს, მაგრამ ეს არ მოხდება იმიტომ, რომ თუ არა განათლება, მაშინ მართლაც მონების დრო მოდის. მე მგონია, რომ ჩვენ არ ვართ მზად მონობის დროისთვის, ჩვენ ვართ მზად იმისთვის, რომ დავიცვათ თავისუფლება, სახელმწიფო, დამოუკიდებლობა და ხვალინდელი დღე. მე მჯერა ჩვენი სტუდენტების და არა მხოლოდ, ეს არის მთელი საზოგადოების საქმე, მშობლების, ლექტორების, სტუდენტების და მთლიანად საზოგადოების. თუ არა თავისუფალი უნივერსიტეტი, არც თავისუფლება შეიძლება სუფევდეს. მჯერა, რომ ჩვენ ყველანი ამას დავიცავთ და ეს იქნება ყველაზე მძიმე შეცდომა, რასაც "ოცნება" დაუშვებს. ამის მერე აღარ იოცნებებს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა