პორტუგალიის საპრეზიდენტო არჩევნებში ანტონიო ხოსე სეგურომ გაიმარჯვა

პორტუგალიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მემარცხენე-ცენტრისტი სოციალისტური პარტიის კანდიდატმა ანტონიო ხოსე სეგურომ გაიმარჯვა.

მედიის ინფორმაციით, ბიულეტენების 99%-ის დათვლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სეგურომ ხმების 66.7% მოიპოვა და ულტრამემარჯვენე პოპულისტური პარტიის, Chega-ს ლიდერი ანდრე ვენტურა დაამარცხა, რომელმაც ამომრჩევლების ხმების 33.3% მიიღო.

ხოსე სეგურო კონსერვატორ პრეზიდენტ მარსელო რებელო დე სოუზას შეცვლის.

პორტუგალიაში პრეზიდენტის თანამდებობა, ძირითადად, ცერემონიალური ხასიათისაა, თუმცა მას რამდენიმე მნიშვნელოვანი უფლებამოსილებაც აქვს, მათ შორის, ზოგიერთ შემთხვევაში, პარლამენტის დათხოვნის, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის და კანონმდებლობაზე ვეტოს დადების.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს