ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი საცხოვრებელი პროექტი „ბილდერზ ისანი“ შენდება

ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური მხარდამჭერი, განაგრძობს სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებთან თანამშრომლობას. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობის ფარგლებში, დეველოპერული კომპანია ბილდერზი ისანში ახალ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს.

კომპანია "ბილდერზი" მრავალწლიანი გამოცდილების გუნდითა და ვადებში დასრულებული ხარისხიანი პროექტებით პოზიციონირებს ბაზარზე. ბილდერზ ისნის საცხოვრებელი კომპლექსი პრემიუმ კლასის მასალებით შენდება, თბოიზოლაციის უახლესი სისტემებითა და შიდა ფართების სწორი დაგეგმარებით გამოირჩევა.

ახალი პროექტი მდებარეობს ისნის ბულვარის მიმდებარედ, ნადირაშვილის ქუჩაზე, სწრაფად განვითარებად უბანში. მნიშვნელოვანია, რომ ევროპული სტანდარტის კორპუსი უსაფრთხოების სისტემით სრულად იქნება აღჭურვილი. სახანძრო სიგნალიზაციით, წყლის ავზით, შიდა და გარე ჰიდრანტებით. ასევე, გენერატორით, რომელიც ელექტრო ენერგიის არარსებობის შემთხვევაში, მაცხოვრებლების ლიფტითა და პარკინგით სარგებლობის შესაძლებლობას უზრუნველყოფს.

საცხოვრებელ პროექტში ბინების ფართი 51 კვ.მ.-დან იწყება. კორპუსში მიწისქვეშა პარკინგია გათვალისწინებული, რაც ავტომობილის უსაფრთხოდ გაჩერების მუდმივ გამოწვევას ეფექტურად გადაწყვეტს. ბილდერზ ისანი არაერთი უპირატესობით გამოირჩევა, შესაბამისად, მიმზიდველია როგორც საცხოვრებლად, ასევე გონივრული ინვესტიციისთვის.

პროექტი დასრულდება 2027 წლის ბოლოს და მომავალ მაცხოვრებელებს ჩაბარდება მწვანე კარკასის კონდიციაში.

ბილდერზ ისანი არ არის მხოლოდ საცხოვრებელი კომპლექსი. ეს არის ბილდერზის ახალი ხედვა კომფორტული და მარტივი ცხოვრებისკენ, სადაც თანამედროვე არქიტექტურა, ხარისხიანი მშენებლობა და ბუნებასთან სიახლოვე ერთ მთლიანობაშია მოქცეული.

ბაზისბანკი, ბილდერზ ისნის საცხოვრებელ პროექტში ბინის შესაძენად მარტივ იპოთეკურ სესხს გთავაზოვთ. განაცხადის შევსება შესაძლებელია ონლაინ.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს