ჰონგ-კონგის სასამართლომ მედიამაგნატ ჯიმი ლაის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ჰონგ-კონგის სასამართლომ მედიამაგნატსა და პროდემოკრატ აქტივისტს, ჯიმი ლაის, ეროვნული უსაფრთხოების დარღვევასთან დაკავშირებული ბრალდებების გამო, 20 წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსაჯა.

ლაი დეკემბერში დამნაშავედ ცნეს ამბოხებისა და უცხო ძალებთან შეთქმულების ბრალდებებით. მას არცერთი ბრალდება არ უღიარებია.

ლაი, რომელიც ბრიტანეთის მოქალაქეა, პეკინის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი კრიტიკოსია, რომელიც მის მიერ დაფუძნებულ გაზეთს, Apple Daily-ს პროტესტის იარაღად ხშირად იყენებდა.

ლაის განაჩენი დაგმო ტაივანმა, ასევე პრესის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა დამცველმა ჯგუფებმა.

„სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს ჰონგ-კონგში პრესის თავისუფლების სრულ კოლაფსს და ხელისუფლების ღრმა ზიზღს დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის მიმართ“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გაავრცელა.

განცხადება გამოაქვეყნა Human Rights Watch-მაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ ლაის პატიმრობის ვადა, ფაქტობრივად, სიკვდილით დასჯის განაჩენის ტოლფასია.

„ამნესტი ინტერნეიშენალმა“ ჯიმი ლაის საქმე შეაფასა, როგორც „კიდევ ერთი მძიმე ეტაპი ჰონგ-კონგის ტრანსფორმაციაში კანონის უზენაესობით მართული ქალაქიდან შიშით მართულ ქალაქად“.

ლაი ჰონგ-კონგში პოპულარული გაზეთის, Apple Daily-ს დამფუძნებელია, რომელიც ამჟამად დახურულია. მას ბრალი დასდეს Apple Daily-ისა და პოლიტიკური კავშირების გამოყენებაში იმისთვის, რომ ლობირება გაეწია უცხო ქვეყნების მთავრობების მიერ ჩინეთისა და ჰონგ-კონგის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის 2019-2020 წლების პროდემოკრატიული საპროტესტო აქციების ჩახშობის შემდეგ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს