დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.

როგორც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლების ორგანიზაციის „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“ თავმჯდომარის, ზაქრო გვიშიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მშობლები დღეს, 15:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან მისვლას გეგმავენ და აპირებენ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა მოითხოვონ.

„დიუშენის კუნთოვანი დისტროფია ფატალური დაავადებაა, რომელიც ადრეულ ასაკში იწვევს კუნთების განლევას და ნაადრევ სიკვდილს. საქართველოში დიუშენის დისტროფიით დაავადებული 100 - მდე ბავშვია. სახელმწიფო არ დგამს ნაბიჯებს მათი სიცოცხლის გადასარჩენად. მშობლებმა ჩავატარეთ აქციები ჯანდაცვის სამინისტროსთან და სახელმწიფო კანცელარიასთან, ასევე წერილით რამდენჯერმე მივმართეთ პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს და ვითხოვეთ შეხვედრა, თუმცა, ჯერჯერობით, პასუხი არ მიგვიღია.

დღეს, 15:00 საათზე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები მივალთ სახელმწიფო კანცელარიაში და ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას მოვითხოვთ. თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა ან შეხვედრა არ ჩაინიშნა, ჩვენ გავაგრძელებთ პროტესტს და მივმართავთ უფრო მასშტაბურ ზომებს. ჩვენ არ გავჩერდებით, რადგან ჩვენი შვილების მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. ბავშვების სიცოცხლის გადარჩენა სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობაა”,- ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს