კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „აიფონ ჯორჯიას“ დარღვევა დაუდგინა

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „აიფონ ჯორჯიას“ (ტექნოლაბი) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა.

კერძოდ, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ცნობით, მომხმარებელმა GCCA-ის მიმართა პრეტენზიით, რომ მაღაზიაში შეძენილი პროდუქცია გამოსადეგი არ აღმოჩნდა მისი ფუნქციური დანიშნულებით გამოსაყენებლად, რასთან დაკავშირებითაც თავდაპირველად მომხმარებელმა მოვაჭრესაც მიმართა, თუმცა ამ უკანასკნელის მხრიდან ფაქტს რეაგირება არ მოჰყოლია.

„მოვაჭრის მიერ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სააგენტოში წარმოდგენილი პოზიციის თანახმად, მომხმარებელი პროდუქტს არასწორად იყენებდა. მტკიცებულებების შესწავლის შედეგად, სააგენტომ დაადგინა, რომ მომხმარებელს არ მიეწოდა საქონლის შესახებ არსებითი ინფორმაცია. სააგენტომ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისა და შესწავლის შედეგად, მოვაჭრე - შპს „აიფონ ჯორჯიას“ დაუდგინა ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულებისა და უნაკლო საქონლის გადაცემის ვალდებულების დარღვევის ფაქტები.

კომპანიას დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებელთა დარღვეული უფლებები და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს