ლევან ლორთქიფანიძე - ჯერ არაფერი გადაწყვეტილა - ორგანიზების შემთხვევაში, საზოგადოებას საბოლოო სიტყვის თქმა შეუძლია უნივერსიტეტების გაერთიანებასთან დაკავშირებით

ჯერ არაფერი გადაწყვეტილა - ორგანიზების შემთხვევაში, საზოგადოებას საბოლოო სიტყვის თქმა შეუძლია უნივერსიტეტების გაერთიანებასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრმა ლევან ლორთქიფანიძემ, განათლების სამინისტროსთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ლევან ლორთქიფანიძე სტუ-სა და თსუ-ს კურსდამთავრებულებს შაბათს შეხვედრისკენ მოუწოდებს, რომ მისი თქმით, იმსჯელონ იმ გზებზე, რომელსაც უნივერსიტეტების გაერთიანებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება შეეძლება.

„მინისტრი მიქანაძე აცხადებს, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია, აღარაფერი აღარ შეიცვლება და წინააღმდეგობას აზრი არ აქვს. ამასთანავე, აცხადებენ, რომ ყველაფერი დახურულ კარს მიღმა უნდა გადაწყდეს, ვიწრო წრეში. ვფიქრობთ, რომ ჯერ არაფერი არ გადაწყვეტილა. ორგანიზების შემთხვევაში, საზოგადოებას საბოლოო სიტყვის თქმა შეუძლია. ასევე, აუცილებელია, რომ ამ განხილვებში არა მარტო სტუდენტები და ლექტორები ჩაერთონ, არამედ თითოეული მოქალაქე, რადგან ამ საკითხის განხილვაში, თითოეულ მოქალაქეს შეუძლია ჩაერთოს. ამ ორი უნივერსიტეტის როლი საქართველოს განვითარებაში არის კოლოსალური. მაგრამ, საზოგადოებაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ვალდებულები ვართ ჩავერთოთ განხილვებში, ვგულისხმობ კურსდამთავრებულებს. უნივერსიტეტის ისტორიისა და იდენტობის ნაწილი ვართ ჩვენც, კურსდამთავრებულებიც. ამიტომ, ჩვენ სტუ-სა და თსუ-ს კურსდამთავრებულებს 14 თებერვალს, შაბათს, 17:00 საათზე, გიწვევთ „ტერმინალის“ დარბაზში, რომ ვიმსჯელოთ, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ დამანგრეველი რეფორმის გასაჩერებლად.

რეფორმის მიზანი არ არის ხარისხის უზრუნველყოფა, არამედ აკადემიური საზოგადოების დამონებაა და დიქტატურის დამყარებაა. არავის მზა რეცეპტებს არ ვთავაზობთ, ვიწვევთ, რომ ვიმსჯელოთ თუ რა შეგვიძლია უნივერსიტეტების გადასარჩენად",- განაცხადა ლორთქიფანიძემ.

ინფორმაციისთვის, განათლების სამინისტროსთან ერთობლივი პრესკონფერენცია მოძრაობებმა - „სოციალური დემოკრატიისთვის“, „განათლება საფრთხეშია“ და პარტია „თავისუფლების მოედანმა“ გამართეს, სადაც სტუ-სა და თსუ-ს უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებთან შეხვედრა დააანონსეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს