„საქსტატი“ - 2025 წელს, საზღვარგარეთ საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 2.9 მილიონი გასვლა განხორციელდა - ვიზიტების უმრავლესობა შედგა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 2.9 მილიონი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 2.8%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.

როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გასვლების უდიდესი ნაწილი - 43.5%, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

„აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 2.2 მილიონი შეადგინა, რაც 0.1%-ით ნაკლებია 2024 წლის მაჩვენებელზე. 2025 წელს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 1.5 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 4.3%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ვიზიტების უმრავლესობა, 47.0 პროცენტი, განხორციელდა საქართველოს რეზიდენტი 31-50 წლის ვიზიტორების მიერ, ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ კი მთლიანი ვიზიტების რაოდენობის 46.4 პროცენტი შეადგინა. 2025 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი, 36.1 პროცენტი, განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 836.0 და 367.3 ათასი ვიზიტი. 2025 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.97 ღამე შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე (6.98 ღამე) 0.1 პროცენტით ნაკლებია. ვიზიტების 98.1 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს. 2025 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2.4 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 5.9 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ერთ ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წელთან შედარებით 6.0 პროცენტით გაიზარდა და 1 068.6 ლარი შეადგინა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს