გურამ მაჭარაშვილი - წელიწადია, ამერიკა-საქართველოს შორის ინფორმაციების გაცვლა ხდება, უკვე ჯერი ამერიკაზეა - იმედია, ურთიერთობების გადატვირთვაზე გარკვეული ჯგუფები შეიქმნება

წელიწადია, ამერიკა-საქართველოს შორის ინფორმაციების გაცვლა ხდება, უკვე ჯერი ამერიკაზეა, რადგან ყველაფერს ვაკეთებდით იქამდე, სანამ ეს ადმინისტრაცია ზუსტად იმ პოლიტიკით მოდიოდა, რა პოლიტიკითაც ახალი ადმინისტრაცია ხელისუფლებაში მოვიდა - იმედია, ურთიერთობების გადატვირთვაზე გარკვეული ჯგუფები შეიქმნება, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან მიხეილ ყაველაშვილისა და მარკო რუბიოს შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, „მათ ყველასთან პარტნიორობა უნდათ, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე“.

„საქართველოს ინტერესებს არც ხელის ჩამორთმევაში გავცვლით, არც ვიზიტებში, არც „დიფ სთეითის“ ფილიალის მსგავსად ცალ ფეხზე არ დავდგებით. ჩვენი ქვეყნის ინტერესების მომხრე ვინც იქნება, მას ხელსაც ჩამოვართმევთ, ვიზიტითაც ვესტუმრებით და პარტნიორები ვიქნებით. ყველა ქვეყანას თავისი დღის წესრიგი აქვს. საქართველო რეგიონში ყველაზე დიდი გამოწვევის ქვეშ იყო და ეს აღიარეს, ევროკავშირსა და ამერიკის ადმინისტრაციაში, რომ დიდი რისკი იყო, უკრაინის შემდეგ ომი საქართველოში დაწყებულიყო. საუბარი მხოლოდ საქართველოზე იყო. ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა იყო, რომ ქვეყანაში ომი არ ყოფილიყო. ჩვენი მიზანი არ ყოფილა, აქ ომი მომხდარიყო და რომელიმე დიდი ქვეყნის პრეზიდენტი ჩამოსულიყო.

წელიწადია, ამერიკა-საქართველოს შორის ინფორმაციების გაცვლა ხდება, უკვე ჯერი ამერიკაზეა, რადგან ყველაფერს ვაკეთებდით იქამდე, სანამ ეს ადმინისტრაცია ზუსტად იმ პოლიტიკით მოდიოდა, რა პოლიტიკითაც ახალი ადმინისტრაცია ხელისუფლებაში მოვიდა. იმედია, ურთიერთობების გადატვირთვაზე გარკვეული ჯგუფები შეიქმნება. ვნახოთ, მომავალი როგორი იქნება. ჩვენ ყველასთან პარტნიორობა გვინდა, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე.

წარმოიდგინეთ, რომ სახელმწიფო მდივანი განცხადებას აკეთებს, რომ ამერიკის წინა ადმინისტრაცია უდიდესი ნეგატივის მატარებელი იყო დღევანდელი ადმინისტრაციის მიმართ. წარმოგიდგენიათ, საქართველოსთან მიმართებაში როგორი იქნებოდა, როცა თავისი ქვეყნის ოპოზიციის მიმართ ასეთი ნეგატივი ჰქონდა?“- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, იტალიაში, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე დამსწრე სახელმწიფოთა მეთაურების პატივსაცემად, მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტის სახელით გამართული საზეიმო მიღებისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს შეხვდა. მისი თქმით, ჯერ ჯეი დე ვენსი მიესალმა, შემდეგ კი მარკო რუბიო „ცოტა მეტხანს შეჩერდა და მათი საუბარი “უფრო სიღრმისეული გამოდგა”.

აღნიშნულ დიალოგზე მან ვრცლად “იმედის” ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მარკო რუბიოს თქმით, „საქართველოსთან მიმართებაში წინა ადმინისტრაცია უდიდესი ნეგატივის მატარებელი იყო“ და რომ “ტექნიკურ ჯგუფს მოამზადებენ იმისთვის, რათა გაანალიზებულ რეჟიმში, ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყება გახდეს შესაძლებელი”.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!