კახა კალაძე ვაგონსარემონტო ქარხნის პასუხისმგებელი პირების მიმართ გამოძიებაზე - არანაირი ფულის გაფლანგვაზე არ არის საუბარი - შესაძლოა, სულ არაფერი იყოს, იყო გარკვეული დარღვევები და ამის მოკვლევა მიმდინარეობს

მუნიციპალიტეტში 30 ათასამდე ადამიანი მუშაობს, უამრავი დაქვემდებარებული უწყებაა და დრო სჭირდება შემოწმებას და კონკრეტულ კომპანიებში შესვლას - ჩემი პასუხისმგებლობა არის ის, რომ თუ ვინმე ჩადის დანაშაულს, კანონის წინაშე აგოს პასუხი, - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ვაგონსარემონტო ქარხნის პასუხისმგებელი პირების მიერ დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას.

როგორც კალაძემ აღნიშნა, „ფულის გაფლანგვაზე არ არის საუბარი“.

„აუდიტი ყველა მიმართულებით მუშაობს, თუ რაიმე სიახლე იქნება, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება. მუნიციპალიტეტში 30 ათასამდე ადამიანი მუშაობს, არის უამრავი დაქვემდებარებული უწყება, შესაბამისად, დრო სჭირდება როგორც შემოწმებას, ისე კონკრეტულ კომპანიებში შესვლას. არ აქვს მნიშვნელობა, ეს იყო 1 წლის თუ 3 წლის წინ.

არანაირი ფულის გაფლანგვაზე არ არის საუბარი. შესაძლოა სულ არაფერი იყოს. იყო გარკვეული დარღვევები და ამის მოკვლევა მიმდინარეობს, ძალიან მარტივია. მუნიციპალიტეტში 30 ათასამდე ადამიანი მუშაობს, თუ ვინმე ჩადის დანაშაულს, ყველა აგებს საკუთარ ჩადენილ დანაშაულზე პასუხს. ჩემი პასუხისმგებლობა არის ის, რომ თუ ვინმე ჩადის დანაშაულს კანონის წინაშე აგოს პასუხი“, - აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, ვაგონსარემონტო ქარხნის პასუხისმგებელი პირების მიერ დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

როგორც დედაქალაქის მერიაში აღნიშნავენ, შიდა აუდიტის და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა შესაბამისობის აუდიტის ფარგლებში შეისწავლა შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ბალანსზე რიცხულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე და სპეც. ტექნიკაზე (მათ შორის მეტროს ვაგონები) გაწეული მოვლა-შენახვის, როგორც შიდა, ისე გარე მომსახურებების ხარჯები, რომელიც მოიცავს 2023-2024 წლების პერიოდს.

ამასთან, განმარტავენ, რომ აუდიტის ფარგლებში შესწავლილი იქნა შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და სს ,,ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალს“ შორის მეტროს მოძრავი შემადგენლობის 12 ვაგონის მოდერნიზაციის მომსახურების მიზნით გაფორმებული ხელშეკრულება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი