კახა კალაძე მარკო რუბიოს პოზიციაზე - ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია, მზად ვართ, ურთიერთობები განვაახლოთ და მოლოდინიც არის

ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია. ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ მზად ვართ, ურთიერთობები განვაახლოთ, დავიწყოთ ახალი ფურცლით, მოვახდინოთ გადატვირთვა,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მ აშშ-ს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და მიხეილ ყაველაშვილს შორის შეხვედრაზე გაჟღერებული გზავნილების შეფასებისას განაცხადა.

როგორც მან დღეს მედიას განუცხადა, საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯი აშშ-თან მიმართებით და პრეზიდენტ ტრამპის გამარჯვებისთანავე, გამოთქვა მზადყოფნა ურთიერთობების გადატვირთვის თაობაზე ახალი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის პირობებში.

„ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია. ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ მზად ვართ, ურთიერთობები განვაახლოთ, დავიწყოთ ახალი ფურცლით, მოვახდინოთ გადატვირთვა. საქართველოს ხელისუფლება ამ ყველაფრისთვის მზად არის და მივესალმებით ამ დამოკიდებულებას, რაზეც იყო საუბარი. მოლოდინიც, რა თქმა უნდა, არის.

საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯი და ვამბობთ, რომ ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ის უსამართლო დამოკიდებულება, რაც იყო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი გახლავთ, მისი აღმატებულება, ქართველი ხალხი. პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ პატივი უნდა სცენ ჩვენს წარსულს, ჩვენს კულტურას, ტრადიციებს, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.

ამასთან ვთქვით, რომ ახალი პრეზიდენტის და ადმინისტრაციის პირობებში, საქართველოს ხელისუფლება მზად არის ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით.

ის დამოკიდებულება, რაც ჰქონდა ბაიდენის ადმინისტრაციას, კატეგორიულად მიუღებელი იყო იმიტომ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ტყუილი, არასამართლიანი დამოკიდებულება, სიცრუე, თუნდაც იგივე სანქციებთან დაკავშირებით - არანაირი არგუმენტი და განმარტება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, იტალიაში, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე დამსწრე სახელმწიფოთა მეთაურების პატივსაცემად, მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტის სახელით გამართული საზეიმო მიღებისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს შეხვდა. მისი თქმით, ჯერ ჯეი დე ვენსი მიესალმა, შემდეგ კი მარკო რუბიო „ცოტა მეტხანს შეჩერდა და მათი საუბარი “უფრო სიღრმისეული გამოდგა”.

აღნიშნულ დიალოგზე მან ვრცლად “იმედის” ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მარკო რუბიოს თქმით, „საქართველოსთან მიმართებაში წინა ადმინისტრაცია უდიდესი ნეგატივის მატარებელი იყო“ და რომ “ტექნიკურ ჯგუფს მოამზადებენ იმისთვის, რათა გაანალიზებულ რეჟიმში, ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყება გახდეს შესაძლებელი”.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი