ნიკა მელიას კლინიკა „ვივამედში“ გამოკვლევები ჩაუტარდა, რის შემდეგაც კვლავ საპატიმროში დააბრუნეს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერს, ნიკა მელიას კლინიკა „ვივამედში“ გამოკვლევები ჩაუტარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განუცხადა, ნიკა მელია სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან კლინიკაში დღეს მიიყვანეს და შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ მან კლინიკა უკვე დატოვა.

„ჩვენთან დღეს იმყოფებოდა პაციენტი, ნიკა მელია. სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან. კონსულტაცია ჩაუტარა ქირურგმა. გაეწია შესაბამისი დახმარება და მიეცა რეკომენდაცია პენიტენციურ დაწესებულებაში მკურნალობის გაგრძელების შესახებ", - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

ცნობისთვის, დღეს არის დაგეგმილი ნიკა მელიასთვის ახალი ბრალდების წარდგენა, რომელიც სასამართლოს შეურაცხყოფას გულისხმობს. ამ შემთხვევაში საქმე ეხება ლისის ტბის ტერიტორიაზე, მისი დაკავების ადმინისტრაციული საქმის განმხილველ მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს