მთავრობის ადმინისტრაციაში, ირაკლი კობახიძე სტუ-ს რექტორსა და პროფესორ-მასწავლებლებს ხვდება

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძისა და სტუ-ს რექტორისა და პროფესორ-მასწავლებლების შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრაზე განხილული იქნება საქართველოს ტექნიკური და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე სტუ-ს რექტორმა დავით გურგენიძემ განაცხადა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებას გააცნობენ, უნივერსიტეტების გაერთიანებასთან დაკავშირებით.

„მივდივართ პრემიერ-მინისტრთან, რომელთან იქნება დიალოგი. წარვუდგენთ, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებას. ასევე, საინჟინრო დარგების კლასიფიკაციას“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

ასევე, შეხვედრას სტუ-ს რექტორის, დავით გურგენიძის გარდა, პროფესორ-მასწავლებლებიც ესწრებიან. შეხვედრაზე იმყოფება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე.

ცნობისთვის, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება თსუ-ისა და სტუ-ის გაერთიანების შესახებ. მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან როგორც უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები, ასევე სტუდენტებიც. მათ უკვე გამართეს შეხვედრა განათლების მინისტრთან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს