დონალდ ტრამპი - მე აპრილში ჩინეთში მივდივარ, სი ძინპინი კი წლის ბოლოსკენ აშშ-ში ჩამოვა - მნიშვნელოვანია, რომ მე მასთან კარგი ურთიერთობა მქონდეს და მას ჩემთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აპრილში ჩინეთში ჩასვლას გეგმავს, წლის ბოლოს კი თეთრ სახლში ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს უმასპინძლებს.

„მე იქ აპრილში მივდივარ, ის კი წლის ბოლოსკენ ჩამოვა. ის თეთრ სახლში მოდის, დიახ, წლის ბოლოსკენ“, - აღნიშნა ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, მასსა და ჩინეთის პრეზიდენტს შორის კარგი ურთიერთობა მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მოგეხსენებათ, მნიშვნელოვანია, რომ მე კარგი ურთიერთობა მქონდეს და მისთვისაც, რომ მას ჩემთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს. ჩვენ კარგი ურთიერთობა უნდა გვქონდეს - ეს ორი ყველაზე ძლიერი ქვეყანაა მსოფლიოში და ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს“, - აღნიშნა ტრამპმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს