„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონით დადგენილ სიებში ცვლილებები ხორციელდება

„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონით დადგენილ სიებში ცვლილებები ხორციელდება და კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ჩამონათვალს ახალი ნივთიერებები ემატება.

შესაბამისი ცვლილებები ჯანდაცვის სამინისტრომ მოამზადა და ის პარლამენტს განსახილველად მთავრობამ წარუდგინა.

პროექტის თანახმად, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონით დადგენილი ბრუნვისთვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ნუსხას 15 ახალი ნივთიერება ემატება, ფსიქოტროპული ნივთიერებების ნუსხას ემატება - ერთი, ხოლო პრეკურსორების სიას - 18 ნივთიერება. გარდა ამისა, უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხით გათვალისწინებულ ნარკოტიკულ საშუალებებს - 15, ხოლო ფსიქოტროპული ნივთიერებების ნუსხას - ერთი ახალი ნივთიერება დაემატება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს