თეონა აქუბარდია - „ქართული ოცნება“ გეოპოლიტიკური ფუნქციის შენარჩუნების და გაფართოების  შესაძლებლობას გვართმევს - საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კუთხით მონოპოლია აღარ აქვს

საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კუთხით მონოპოლია აღარ აქვს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“განაცხადა.

თეონა აქუბარდიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ არა მხოლოდ ევროპულ მომავალს ართმევს საქართველოს, არამედ გეოპოლიტიკური ფუნქციის შენარჩუნების და გაფართოების შესაძლებლობას.

„აშშ-ისა და დასავლეთის ძალისხმევით შესაძლებლობა უჩნდება მთლიანად რეგიონს, რომ მშვიდობიანად ვიცხოვროთ და ვისაც მშვიდობიანი ცხოვრების წინააღმდეგ აქვთ იერიში, არიან ირაკლი კობახიძე და ბიძინა ივანიშვილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, აბსოლუტურად გაუგებარია ის, თუ რატომ არ უნდა იმუშაონ იმაზე, რომ შუა დერეფანში ანაკლიის პორტიც გაკეთდეს. ანაკლიის პორტზე ხომ იყო შეთანხმება, რომ ჩინეთი იქნებოდა ინვესტორი, სად არის, რატომ არ არის? რატომ არ არის ანაკლიის პორტის სამუშაოები დაწყებული ისე, როგორც გვითხრეს. რკინიგზის ინფრასტრუქტურას რით ვერ დააყენეს საშველი, უნდა მოხდეს მისი მოდერნიზაცია. ასევე, შემოვლითი გზები, სადაც უამრავი ფული შეიჭამა, მაგრამ არც არაფერი [გაკეთდა]. არა მხოლოდ ევროკავშირის მომავალს გვართმევენ, ეს უკვე დამთავრებული ამბავია ამათ ხელში, გვართმევენ გეოპოლიტიკური ფუნქციის შენარჩუნების და გაფართოების შესაძლებლობას. ეს გრძელვადიან პერიოდში კიდევ უფრო დაარტყამს თითოეულ მოქალაქეს, არა მხოლოდ ჯიბეზე, არამედ უსაფრთხოებით კუთხით.

[ქართული ოცნების მხრიდან] არის პროპაგანდა: „ჩვენ აქ ვისხდებით, ყველას დავიჭერთ, ყველას ვლანძღავთ, მაგრამ მაინც ყველას დავჭირდებით“, მაგრამ აღარ აქვს საქართველოს მონოპოლია დერეფნის კუთხით და თუ საქართველო ასე გააგრძელებს, შესაძლებელია განავითარონ სხვა მარშრუტები. ზანგეზურის დერეფანი - ტრამპის გზა, სომხეთი და აზერბაიჯანი უკავშირდებიან ერთმანეთს, მათ შორის თურქეთიც, რომელიც ახლა ორ პორტს აშენებს და საერთოდ არ არის რთული, რომ საქართველოს ასცდეს ტვირთები და ისე წავიდეს, ჩვენზე არც არაფერმა გაიაროს“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა