ჯეი დი ვენსი დღეს აზერბაიჯანს ეწვევა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი დღეს აზერბაიჯანში ჩავა. მედიის ინფორმაციით, ვიცე-პრეზიდენტის პრესსპიკერმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ ჯეი დი ვენსი აზერბაიჯანს 10-11 თებერვალს ეწვევა.

ვიცე-პრეზიდენტთან ერთად აზერბაიჯანში ჩავა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეკონომიკურ საკითხებში ჯეიკობ ჰელბერგი.

ცნობისთვის, ჯეი დი ვენსი სომხეთში იმყოფება, სადაც ის გუშინ ჩავიდა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. გუშინ აშშ-მა და სომხეთმა ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენების შესახებ შეთანხმება გააფორმეს, რომელსაც ჯეი დი ვენსმა და ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერეს ხელი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს