„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა

„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო - BARTA 2025 მოიპოვა.

დეველოპერული კომპანია საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე უკვე 15 წელია ლიდერობს და გამოირჩევა მწვანე და ინოვაციური მიდგომების დანერგვით.

„ლისი დეველოპმენტი“ პირველი იყო, რომელმაც 2010 წელს დაამკვიდრა უნიკალური პრინციპი - 80/20, რაც ნიშნავს, რომ ლისის პროექტებში 80% ეთმობა გამწვანებას და მხოლოდ 20% შენობებს.

„BARTA 2025-ის ჯილდო ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ის ადასტურებს, რომ ლისი დეველოპმენტის 15-წლიანი განვითარების გზა, გამჭვირვალობა და პასუხისმგებლიანი მართვა სწორ ღირებულებებზეა დაფუძნებული. ეს აღიარება აძლიერებს ნდობას, როგორც მომხმარებლებში, ასევე საერთაშორისო ინვესტორებში და ქმნის განვითარების კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას“, - აცხადებს „ლისი დეველოპმენტის“ დირექტორი ნიკა ხაზარაძე.

„ლისი დეველოპმენტი“ ერთადერთი დეველოპერული კომპანიაა, რომელმაც აღნიშნულ კონკურსში გამარჯვება მოიპოვა. კომპანიამ ეს ჯილდო უკვე მესამედ მიიღო.

BARTA 2019 წელს ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაარსდა.

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს