სატელეკომუნიკაციო კომპანია „გლობალ სელსა“ და საქართველოს კულტურის პალატას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც საქართველოს კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებისათვის უფასო სერვისების მიწოდების შესაძლებლობას ითვალისწინებს.
კომპანია „გლობალ სელი“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ავტორიზებული და გაეროს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის წევრი მობილური ოპერატორია, რომელიც აბონენტებს სრულიად უნიკალურ პროდუქტს სთავაზობს: საერთაშორისო SIM და eSIM ბარათებს ქართული ნომრით, უფასო ზარებითა და ყველაზე ხელმისაწვდომი ინტერნეტ-პაკეტებით როუმინგში.

„ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ კომპანია „გლობალ სელთან“ ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, დღეს ჩვენ შეგვიძლია ვამცნოთ სახელოვნებო საზოგადოებას, რომ მათი საერთაშორისო კულტურული აქტივობები იქნება სრულად მხარდაჭერილი უფასო როუმინგული სერვისებით. ჩვენი უნიკალური კულტურული თვითმყოფადობა, რაც მთელ მსოფლიოში გამოგვარჩევს, დაფასებას, თანადგომასა და მხარდაჭერას საჭიროებს, ამიტომ, ამ პროექტის მნიშვნელობა არის ძალიან დიდი მთელი საზოგადოებისათვის“ - განაცხადა საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა, დავით ოქიტაშვილმა. „მემორანდუმის ფარგლებში, კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები, ნებისმიერი უცხოური მიზნობრივი ვიზიტის ფარგლებში (ფესტივალებში, კონკურსებში, გამოფენებში, თუ სხვა კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობისას), საჩუქრად მიიღებენ „გლობალ სელის“ ქართულნომრიან საერთაშორისო SIM და eSIM ბარათებს, ასევე, განსაზღვრულ ინტერნეტ პაკეტს როუმინგში, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის. მსგავსი შეთავაზებით უკვე სარგებლობენ ქართველი სპორტსმენებიც, ჩვენსა და საქართველოს სპორტის სამინისტროს შორის 2025 წელს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ამდენად, ჩვენთვის სასიხარულოა, საქართველოს კულტურის პალატასთან ერთად, ჩვენი ხელოვანებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვისაც უფასო სატელეკომუნიკაციო სერვისების შეთავაზება“ - აცხადებს კომპანია „გლობალ სელის“ დირექტორი გიორგი მადუაშვილი.
„გლობალ სელის“ ქართულნომრიანი საერთაშორისო SIM და eSIM ბარათების საჩუქრად მისაღებად და ასევე, ინტერნეტ-პაკეტების უფასოდ გასააქტიურებლად, დაინტერესებულმა ჯგუფებმა, ანსამბლებმა, თუ ინდივიდუალურმა ხელოვანებმა (საქართველოს ხელოვნების პროფესიულ კავშირში გაწევრიანებული ხელოვნებისა და კულტურის მოღვაწეები) უნდა მიმართონ საქართველოს კულტურის პალატას, საერთაშორისო სახელოვნებო ვიზიტების განხორციელებამდე.
(R)