ემანუელ მაკრონი - აშშ-ის ადმინისტრაცია ევროკავშირის დაშლას ცდილობს

აშშ-ის ადმინისტრაცია ევროკავშირის დაშლას ცდილობს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

ემანუელ მაკრონის განცხადებით, ამჟამად ევროპას საქმე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან აქვს, რომელიც „ღიად ანტიევროპულია“ და ევროკავშირის მიმართ „ზიზღს იჩენს“.

„როდესაც აშკარა აგრესიის აქტი არსებობს, თავი არ უნდა დახარო და შეთანხმების მიღწევას არ უნდა შეეცადო. ვფიქრობ, ეს სტრატეგია ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვცადეთ და ის არ მუშაობს“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, გრენლანდიასთან დაკავშირებით აშშ-ის მუქარის ფონზე ევროპამ ეკონომიკური რეფორმები უნდა განახორციელოს და გლობალური გავლენა გააძლიეროს.

„ვაჭრობის ფრონტზე ჩინეთის ცუნამი გვაქვს, ხოლო ამერიკული მხრიდან არასტაბილურობა. ეს ორი კრიზისი ევროპელებისთვის შოკს წარმოადგენს“, - განაცხადა მაკრონმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს