ირაკლი კობახიძე - ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გადაწყვეტილება, რომელზეც ყველა ერთად შევჯერდით სტუ-ს წარმომადგენლებთან ერთად - მთავარი ამოცანაა, საქართველოში ტექნიკური დისციპლინები განვითარდეს თვისებრივად

ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ საქართველოში ტექნიკური დისციპლინები განვითარდეს თვისებრივად. დღეს გვაქვს სერიოზული ხარვეზები ამ მიმართულებით, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა მიმართულებით, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ტექნიკურ დისციპლინებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს თსუ-ისა და სტუ-ის გაერთიანების გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანას სჭირდება სამუშაო ძალა: მშენებლები, ინჟინრები, არქიტექტორები, რის გამოც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რესურსების გაძლიერებას.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჯანსაღი დისკუსია, რაც შედგა გუშინ აკადემიურ პერსონალთან, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან. ჩვენ მოვუსმინეთ მათ და გავითვალისწინეთ მათი ინტერესები, მათი პოზიციები, მათი არგუმენტები მივიღეთ მხედველობაში და საბოლოოდ, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გადაწყვეტილება, რომელზეც ყველა ერთად შევჯერდით. შევჯერდით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ საქართველოში ტექნიკური დისციპლინები განვითარდეს თვისებრივად. დღეს გვაქვს სერიოზული ხარვეზები ამ მიმართულებით, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა მიმართულებით, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ტექნიკურ დისციპლინებს, საინჟინრო ტექნიკურ მიმართულებას. ჩვენ გვაქვს გამოწვევები როგორც სახელმწიფო სექტორს, ისე კერძო სექტორს. სხვადასხვა მიმართულებით გვჭირდება კადრები. გვჭირდება სამუშაო ძალა, ეს ეხება მშენებლებს, ინჟინრებს, არქიტექტორებს და ა.შ. ჩვენ უნდა გავამდიდროთ ჩვენი ქვეყნის რესურსი ამ მიმართულებით. ამისთვის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რესურსების გაძლიერებას“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილება შეცვალა და აღნიშნა, რომ ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტი პრინციპის შესაბამისად სტუ გარდაიქმნება „წმინდა ტექნიკურ" უნივერსიტეტად.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს