მოლდოვის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა

მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრუ მუნტეანუ უკრაინის დედაქალაქში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„მოლდოვის ხალხის სახელით, სოლიდარობის მკაფიო გზავნილს ვაგზავნი. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ, როგორც მეზობლები და მეგობრები, გაერთიანებულნი სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისა და ევროკავშირში ჩვენი საერთო მომავლისადმი ერთგულებით,“ - წერს მოლდოვას პრემიერი სოციალურ ქსელში.

მისი ინფორმაციით, კიევში ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოსთან მოლაპარაკებებს გეგმავს.

ცნობისთვის, 2025 წლის შემოდგომაზე მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ პრემიერ-მინისტრად ბიზნესმენი ალექსანდრუ მუნტეანუ წარადგინა, რომელიც მანამდე 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში უკრაინაში ცხოვრობდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს