თიბისი წარმოგიდგენთ 25-ე, საიუბილეო - „ქოლგა თბილისი ფოტოს“

მთავარია გჯეროდეს - ახალი შესაძლებლობების, საკუთარი გზის და შემოქმედებითი ძალის. სწორედ საკუთარი შესაძლებლობების გამოხატვის საშუალებაა საერთაშორისო ფოტოკონკურსი „ქოლგა თბილისი ფოტო“, რომელიც თიბისის მხარდაჭერით, წელს 25-ედ გაიმართება.

2026 წლის 10 თებერვლიდან ქოლგა თბილისი ფოტოს ფარგლებში ოფიციალურად გამოცხადდა საერთაშორისო ფოტოკონკურსი „ქოლგა“. რეგისტრაციის დასრულების თარიღია 15 მარტი. ფოტო კონკურსის გამარჯვებულებს ტრადიციულად საერთაშორისო ჟიური გამოავლენს შემდეგ ნომინაციებში:

  • დოკუმენტური სერია
  • რეპორტაჟი
  • კონცეპტუალური ფოტოპროექტი
  • საუკეთესო ერთი კადრი/Single Image/
  • მობილური ფოტო

კონცეპტუალურ სერიაში ასევე დაშვებული იქნება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი პროექტების მონაწილეობაც. კონკურსის პირობებს და დამატებით ინფორმაციას გაეცანით ბმულზე: Kolga

„ქოლგა თბილისი ფოტოს" 2026 წლის ჟიურის წევრები არიან:

  • მანფრედ ცოლნერი /გერმანია/
  • თინა შელჰორნი /გერმანია/
  • კარინ დოლეკი /საფრანგეთი/
  • ფილიპო ვენტური /იტალია/
  • ჯეიმს უითლოუ დელანო /იაპონია/

წლევანდელი კონკურსის გამარჯვებულები გამოცხადდებიან 2026 წლის 1 მაისს. „ქოლგა თბილისი ფოტო" 1 მაისიდან უმასპინძლებს ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს. თიბისისთან პარტნიორობით „ქოლგა“ გამოსცემს ფოტოგრაფ გურამ თიკანაძის საკოლექციო წიგნს და ამავე ინიციატივის ფარგლებში თიბისი კონცეპტ გალერეაში გაიმართება გურამ თიკანაძის გამოფენა.

„ქოლგა თბილისი ფოტო“ 2002 წლიდან ფოტოგრაფიის აღიარებული ინსტიტუციაა, რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს მსოფლიოში ცნობილი ავტორების გამოფენებს, ვორქშოფებსა და ლექციებს ფოტოგრაფიის აქტუალურ თემებზე.

„ქოლგა თბილისი ფოტოს“ მიზანია თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაცია და ახალგაზრდა ხელოვანების განვითარება. თიბისისთვის ახალგაზრდა თაობის განათლება, მათი მხარდაჭერა და შთაგონება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ამიტომაც უკვე ორ ათწლეულზე მეტია თიბისი „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ერთგული მხარდამჭერია.

(R)

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში