ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, მიუნხენის კონფერენციაზე მოსაწვევი მთავრობამ  მიიღო და მას შესაძლოა, საგარეო საქმეთა მინისტრი დაესწროს

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, მიუნხენის კონფერენციაზე მოსაწვევი მთავრობამ მიიღო და მას შესაძლოა, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი დაესწროს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის თავად ამ კონფერენციას არ დაესწრება.

„ჩვენი წარმომადგენელი იქნება მიუნხენის კონფერენციაზე. რა ფორმით იქნება მთავრობა წარმოდგენილი, ამაზე მოგვიანებით გაიგებს საზოგადოება. შეიძლება იყოს მაკა ბოჭორიშვილი. საზოგადოება გაიგებს ჩვენგან ამასთან დაკავშირებით, როცა იქნება საჭირო. მე არ ვიქნები მიუნხენის კონფერენციაზე. მთავრობამ მიიღო მოსაწვევი. მთავრობის წარმომადგენელი იქნება ამ კონფერენციაზე. ეს არის, რაც შემიძლია გითხრათ“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 2026 წლის 13-15 თებერვალს გაიმართება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს