ბადრი ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე - თუ რამე ძირს უთხრის ჩვენს ქვეყანას, ამის მსგავსი პროცესებია - ეს სიახლეა, როცა დააჯგუფეს პოლიტიკოსები და ჯგუფურად გვასამართლებენ

თუ რამე ძირს უთხრის ჩვენს ქვეყანას, ამის მსგავსი პროცესებია - ეს სიახლეა, როცა დააჯგუფეს პოლიტიკოსები და ჯგუფურად გვასამართლებენ, - ამის შესახებ „ლელო -ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ე.წ. საბოტაჟის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის წინასასამართლო სხდომაც დღეს იმართება.

მისივე თქმით, ეს არის დიდი ზიანის მომტანი ქვეყნის ინტერესებისთვის.

„თუ რამე ძირს უთხრის ჩვენს ქვეყანას, მის სახელმწიფოებრიობას, ზიანს აყენებს ჩვენს სახელმწიფოს, არის ამის მსგავსი პროცესები. ეს სიახლეა, როცა დააჯგუფეს პოლიტიკოსები და ჯგუფურად გვასამართლებენ. ეს არის დიდი ზიანის მომტანი ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, კერძოდ: საბოტაჟს, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი