არჩილ გორდულაძე - თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილების შეცვლა არის იმის მაგალითი, რომ „ქართული ოცნების“ გუნდი და განსაკუთრებით მთავრობის მეთაური განსხვავებულ აზრს უსმენს

სამწუხაროდ, გვაქვს სპეციალისტების ძალიან დიდი დანაკლისი - მნიშვნელოვანია, უნივერსიტეტმა გადასცეს ცოდნა ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა მაგალითად, მშენებლობა, ბიოლოგია, გეოლოგია და ა.შ., - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, „გვაქვს საჭიროებები, მაგრამ არ გვყავს შესაბამისი ექსპერტები, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტმა სპეციალისტების ჩამოყალიბება უზრუნველყოს“.

როგორც გორდულაძე აღნიშნავს, თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილების შეცვლა არის იმის მაგალითი, რომ „ქართული ოცნების“ გუნდი და განსაკუთრებით მთავრობის მეთაური განსხვავებულ აზრს უსმენს.

„რეფორმის მთავარი მიზანია, შეიცვალოს ის მოცემულობა, რომელიც გამოწვევის სახით დგას მთლიანად განათლების სისტემაში. იგულისხმება როგორც უმაღლესი განათლება, ასევე სასკოლო. შესაბამისად, განსაზღვრული არის ის პრიორიტეტები, რომელიც საბოლოო ჯამში, ჩვენ მიგვიყვანს იმ მოცემულობამდე, რომ კონკრეტული დიპლომის უკან იდგება გადაცემული ცოდნა და ეს გადაცემული ცოდნა სტუდენტების მხრიდან მოხმარდება ისევ და ისევ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ გვაქვს საჭიროებები, მაგრამ უბრალოდ, არ გვყავს შესაბამისი ექსპერტები.

რაც შეეხება კონკრეტულ ორ უნივერსიტეტს - ეს არის მაგალითი იმისა, რომ „ქართული ოცნების“ გუნდი და განსაკუთრებით, მთავრობის მეთაური განსხვავებულ აზრს უსმენს. ამ განსხვავებულ აზრებთან დაკავშირებით ყველაზე რაციონალური გადაწყვეტილებაა მიღებული. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწავლა იქნება უფასო სტუდენტებისთვის. მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ ისწავლონ ისეთ გარემოში, რომელიც პირდაპირ იქნება მორგებული მათ საჭიროებებზე, მათ შორის, საცხოვრებელი ადგილიც იქნება გამოყოფილი და საბოლოო ჯამში, მივიღებთ ისეთ მოცემულობას, რომელიც იქნება საუკეთესო ინტერესებზე დაფუძნებული.

სამწუხაროდ, გვაქვს ძალიან დიდი დანაკლისი სპეციალისტებისა, რომელთა უბრალოდ, ჩასანაცვლებლადაც, ჩვენ გვჭირდება, რომ უცხოეთიდანაც კი ჩამოვიყვანოთ სხვადასხვა სპეციალისტი. მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტმა გადასცეს ცოდნა ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა მაგალითად, სამშენებლო ფაკულტეტი, ბიოლოგია, გეოლოგია და ა.შ. საქართველოს სჭირდება სწრაფი სვლა, სწრაფი აღმასვლა, ინფრასტრუქტურული პროექტები და არა მხოლოდ. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება სპეციალისტები. სპეციალისტების ჩამოყალიბება, რა თქმა უნდა, უნდა უზრუნველყოს უნივერსიტეტმა,“ - განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილება შეცვალა და აღნიშნა, რომ ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტი პრინციპის შესაბამისად, სტუ გარდაიქმნება „წმინდა ტექნიკურ" უნივერსიტეტად.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!