სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ

აშშ-ს პრეზიდენტ ვენსის ერევანში ვიზიტის შედეგებზე „ინტერპრესნიუსი“ გლობალიზაციისა და რეგიონალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელს, სტეპან გრიგორიანს ესაუბრა.

- ბატონო სტეპან, დასრულდა ერევანში აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ ვენსის ვიზიტი. ამ ვიზიტის შედეგებზე უკვე ბევრი კი ითქვა, მაგრამ თქვენ დაგიკავშირდით და გვინდა ამ ვიზიტის მთავარ შედეგებზე მოვისმინოთ ხედვა ერევნიდან...

- აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ ვენსის სომხეთში ვიზიტის შედეგებს ორ ნაწილად გავყოფდი. ერთი ეხება აშშ-სომხეთის ურთიერთობებს, ხოლო მეორე სამხრეთ კავკასიას.

მოდით საუბარი დავიწყოთ იმით, თუ რა შეთანხმებებს მოაწერეს ხელი აშშ-სა და სომხეთის წარმომადგენლებმა. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ „აშშ-სა და სომხეთს შორის მშვიდობიანი ატომის გამოყენების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.

ამ შეთანხმების თანახმად აშშ ამერიკული ტექნოლოგიებით სომხეთში მცირე მოდულის რეაქტორის ატომურ ელექტროსადგურს ააშენებს. ამერიკელებმა ამისთვის გამოჰყვეს 9 მილიარდი აშშ დოლარი. პირველი ტრანში 5 მილიარდი აშშ დოლარის იქნება, მეორე კი 4 მილიარდის, რომელიც მოხმარდება ამ ატომური ელექტროსადგურის გრძელვადიან მომსახურებას.

ეს ინვესტიცია აშშ-ს სახელმწიფოს მხრიდან იქნება ჩადებული და არა კერძო ამერიკული კომპანიების მიერ. ეს ხელს შეუწყობს სომხეთის ენერგეტიკის დივერსიფიკაციას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს იმას, რომ სომხეთი ენერგეტიკულად ნაკლებად იქნება დამოკიდებული რუსეთზე.

უნდა ითქვას, რომ ამ საკითხებზე აშშ-სა და სომხეთს შორის მოლაპარაკებები კარგა ხანია მიმდინარეობს. აშშ-ში საკმაოდ მკაცრი კანონებია, რაც იმას ნიშნავს, რომ აშშ მაღალი დონის ტექნოლოგიებს სხვა ქვეყნებს არ აწვდის. მიწოდების შემთხვევაში მხარეებს შორის უნდა იყოს ნდობის მაღალი დონე.

ამ თემაზე ერევანში გაკეთებული განცხადებები ნიშნავს იმას, რომ ყველა პროცედურები ამ თვალსაზრისით აშშ-სა და სომხეთს შორის უკვე გავლილია. რაც იმასაც ნიშნავს რომ ამერიკული ინვესტიციებით სომხეთში მცირე მოდულის რეაქტორების ატომური სადგური აშენდება.

დიდ საიდუმლოს არ წარმოადგენს ის, რომ მაღალი ხარისხის ჩიპებს დღეს მსოფლიოში ცოტა ქვეყანა თუ აწარმოებს. მიღებულია გადაწყვეტილება იმის შესახებ რომ ჩიპების მწარმოებელი კერძო ამერიკული კომპანია, რომელიც უკვე სომხეთში, ააშენებს ასეთ საწარმოს.

ასევე მიღებულია გადაწყვეტილება იმაზე, რომ სომხეთი აშშ-გან სადაზვერვო დრონებს მიიღებს. გარდა ამისა სადაზვერვო დრონების საწარმო სომხეთში აშენდება. ამ საწარმოსაც კერძო ამერიკული კომპანია ააშენებს. ეს კი იმასაც ნიშნავს რომ აშშ-სა და სომხეთს შორის დაიწყება თანამშრომლობა თავდაცვის მრეწველობაში.

ეს არის სამი მთავარი შედეგი, რაც მოჰყვება აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ ვენსის ვიზიტს სომხეთში.

- როცა ვეცნობოდი ინფორმაციას აშშ-სა და სომხეთს შორის მშვიდობიანი ატომის გამოყენების შესახებ, ხშირად შემხვდა სიტყვათა წყობა 1+2+3.

თუ შეგიძლიათ გაგვარკვიეთ რაზეა საუბარი?

- თავიდან ვერც მე გავიგე, რაზე იყო საუბარი, მერე კი გავერკვიე. ყოჩაღ, რომ ეს არ გამოგრჩათ!

აშშ-ში ამას ეძახიან „123-ის კანონს.“ ეს კანონი არეგულირებს იმას, რაც უკავშირდება ამა თუ იმ ქვეყნის მიერ ამერიკული ტექნოლოგიების გამოყენებით მშვიდობიანი ატომის გამოყენების უფლებას. ეს კანონი არეგულირებს ამ საკითხებს. ვიდრე ეს საკითხი არ გადაწყდება, მანამდე აშშ-ს ამა თუ იმ ქვეყანისთვის თავისი ტექნოლოგიების გადაცემის უფლება არ აქვს.

ეს ეტაპები სომხეთს გავლილი აქვს, რაც იმას ნიშნავს რომ აშშ-ს უფლება აქვს გადასცეს სომხეთს ამ სფეროში ამერიკული ტექნოლოგიები. როგორც გავარკვიე, სომხეთმა ეს გზა აშშ-თან ურთიერთობებში ცოტა ხნის წინ გაიარა. ეს იმას ნიშნავს რომ ეს საკითხი აშშ-ს ყველა სტრუქტურებთან სომხეთს მოგვარებული აქვს.

საქმე ეხება საიდულოს შემცველ ტექნოლოგიებს. თუ ამა თუ იმ ქვეყანაში სხვადასხვა ქვეყნის აგენტურა სერიოზულად მუშაობს ამ ტექნოლოგიების ხელში ჩასაგდებად, აშშ ასეთ ქვეყნებს ამ ტექნოლოგიებს არ აწვდის.

- რაც შეეხება „ტრამპის გზას“, ამ საკითხში რა სიახლეებია?

რას ნიშნავს გაკეთებული განცხადება იმის შესახებ რომ „ტრამპის გზას“ ინვესტიციებისთვის საერთაშორისო პლატფორმა გახდება?

- ამის შესახებ ოფიციალურად კი ითქვა, მაგრამ, არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ ამა წლის 13 იანვარს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვაშინგტონში ვიზიტისას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელ რუბიოსთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც სწორედ „ტრამპის გზის“ ინვესტიციებს უკავშირდება. ამ შეთანხმებით შექმინლია აშშ-სომხური კომპანია, აშშ-ს წილი 76%, სომხეთის წილი 24%.

შეთანხმების შესაბამისად „ტრამპის გზის“ პროექტი იქნება საერთაშორისო პლატფორმა, რომელშიც ყველა მსურველს ექნება ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობა.

- ითქვა, რომ აშშ სომხეთში ხელოვნური ინტელექტის ცენტრის შექმნას შეუწყობს ხელს...

- დიახ, დასახელდა კიდეც კომპანია, რომლის სახელსაც ახლა ვერ ვიხსენებ, თუმცა, ეს ახლა არც ისე მნიშვნელოვანია.

გასულ წელს 500 ათასი აშშ დოლარი ჩაიდო ერევანში ხელოვნური ინტელექტის ცენტრის შესაქმნელად. აშშ-ს კერძო კომპანიები ამ საქმეში მილიარდ ნახევარს კიდევ ჩადებენ, რომ ერევანში მსოფლიო დონისა და მასშტაბის ხელოვნური ინტელექტის ცენტრი შეიქმნას.

- ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა ერევანში ყოფნისას თქვა, რომ აშშ-თვის ფული პრობლემა არაა, მოხარულია რომ იმყოფება უძველეს ქრისტიანულ ქვეყანაში და ის ნაბიჯები, რასაც აშშ ახლა რეგიონში დგამს ცივილიზაციური გადაწყვეტილებაა...

- დიახ, თუ ვენსის ერევანში გაკეთებულ განცხადებებს გავიხსენებთ, უნდა აღინიშნოს რომ მან თავის გამოსვლაში რამდენჯერმე ახსენა ის რომ რაც ახლა სომხეთსი ხდება და ის რომ ერევანშია, გახლავთ სომხეთის პრემიერ ფაშიანიანის დამსახურება.

რომ სწორედ ფაშინიანის მშვიდობაზე და რეფორმებზე ორიენტირებულმა პოლიტიკამ განაპირობა სომხეთის მიმართ აშშ-ს ინტერესი.

- საუბრის დასაწყისში ვენსის ერევანში ვიზიტის ორი განზომილება ახსენეთ - საკუთრივ აშშ-სომხეთის ურთიერთობები და სამხრეთ კავკასიაური განზომილება. აშშ-სომხეთის თემა თითქოს ამოვწურეთ, ვენსის ერევანში ვიზიტის რეგიონალურ განზომილებაზე რას იტყოდით?

- მას შემდე, რაც სსრკ დაიშალა და სომხეთი დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენმა სომხეთში ვიზიტი პირველად განახორციელა. მანამდე გვახსოვს აშშ-ს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ვიზიტი საქართველოში, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი იმყოფებოდა საქართველოში. აშშ-ს პოლიტიკოსი ნენსი პელოსი თბილისშიც იმყოფებოდა, მაგრამ მაშინ იგი ერევანშიც იყო ვიზიტად.

მანამდე ამერიკელი მაღალი დონის პოლიტიკოსები საქართველოს სტუმრობდნენ, ნენსი პელოსი ერევანში 2022 წელს იყო. ვენსის ვიზიტი ერევანში გახლდათ პირველი ვიზიტი აშშ-ს მაღალი დონის ერთ-ერთი წარმომადგენლის. ერევნის შემდეგ ვიცე-პრეზიდენტი ვენსი ვიზიტით ბაქოს ესტუმრება. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ამერიკელები სამხრეთ კავკასიის რეგიონში, როგორც ოდეზღაც რუსულ გავლენის ზონაში შემოვიდნენ და აქტიუარად თანამშრომლობენ სომხეთთან და აზერბაიჯანთან.

არ გამოვრიცხავ, რომ აშშ-ს მაღალი დონის წარმომადგენლები უახლოეს მომავალში საქართველოსაც ეწვევიან. მე არა მგონია შემთხვევითობა ყოფილიყო ის, რომ იტალიაში ზამთრის ოლიმპირი თამაშების გახსნაზე ვიცე-პრეზიდენტი ვენსი საქართველოს პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.

სამხრეთ კავკასიის რეგიონში ამერიკის გააქტიურება იმაზე მიუთოთებს, რომ რბილად რომ ვთქვათ, აშშ სამხრეთ კავკასიის რეგიონში პოზიციებს არა მარტო იმყარებს, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ.

- ბევრი თვლის, რომ ვენსის ვიზიტი ერევანსა და აზერბაიჯანში არის იმის ნიშანიც რომ სამხრეთ კავკასიაში ახლა უსაფრთხოების სისტემის ახალი არქიტექტურის კონტურები ყალიბდება. რამდენად საფუძვლიანია ამგვარი მტკიცებები?

- არ ვიცი თქვენთან როგორაა, მაგრამ სომხეთში რუსული პროპაგანდა ამტკიცებს - ვის სჭირდება სამხრეთ კავკასია? თან პასუხს თავ სცემს - არავის. არც ამერიკელებს, არც ევროპელებს სამხრეთ კავკასიაში ინტერესი არ აქვთ.

მე კი ასე ვიტყვი - დონალდ ტრამპისთვის სამხრეთ კავკასია ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონია. ტრამპისთვის მნიშვნელოვანია ცენტრალური აზია და სამხრეთ კავკასია, რადგან იგი თურქეთის საშუალებით ამ რეგიონებს ევროპასთან დააკავშირებს. ცენტრალური აზია - სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოება აშშ-თვის ასევე მნიშვნელოვანია უსაფრთხოების თვალსაზრისითაც.

დონალდ ტრამპისთვის სამხრეთ კავკასია ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონია. ტრამპისთვის მნიშვნელოვანია ცენტრალური აზია და სამხრეთ კავკასია, რადგან იგი თურქეთის საშუალებით ამ რეგიონებს ევროპასთან დააკავშირებს. ცენტრალური აზია - სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოება აშშ-თვის ასევე მნიშვნელოვანია უსაფრთხოების თვალსაზრისითაც

რატომ? იმიტომ რომ დღევანდელ მსოფლიოში საკმაოდ მაღალი დონეა არასტაბილურობის. წყლის საშუალებით დამაკავშირებელი არტერიების გამოყენება პრობლემებთანაა დაკავშირებული. ეს ეხება წითელ ზღვასაც და სპარსეთის ყურესაც. ეს ეხება უკრაინა-რუსეთის ომის გამო შექმნილ ვითარებას. აღარაფერს ვამბობ ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე.

ამიტომაცაა, რომ სახმელეთო გზების მნიშვნელობა რომ გაიზარდა. აქ მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ცენტრალური აზიის ქვეყნების ეკონომიკების მნიშვნელობა მსოფლიო ეკონომიკებისთვის. ფაქტია, რომ მსოფლიო უსაფრთხოების არქიტექტურა იცვლება.

ამიტომაცაა რომ აშშ-ს ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის გზა და მისი უსაფრთხოება გახდა მნიშვნელოვანი. თუ ამას, იმასაც დავამატებთ რომ სომხეთს იშვიათი ლითონებიც აქვს, მართალია არა იმდენი, როგორც აზიის ქვეყნებს, მაგრამ მაინც, საკმაოდ ბევრი გვაქვს.

აშშ-ს ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის გზა და მისი უსაფრთხოება გახდა მნიშვნელოვანი. თუ ამას, იმასაც დავამატებთ რომ სომხეთს იშვიათი ლითონებიც აქვს, მართალია არა იმდენი, როგორც აზიის ქვეყნებს, მაგრამ მაინც, საკმაოდ ბევრი გვაქვს

- მალე სომხეთში მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, თქვენი დაკვირვებით, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ ვენსის ვიზიტი რამდენად დაეხმარება ფაშინიანს იმაში, რომ მისმა პარტიამ მოახლოებულ არჩევნებში გაიმარჯვოს?

- რა თქმა უნდა, დაეხმარება ვენსის ვიზიტი ფაშინიანის პარტიას. ახლა მთავარი ის კი არაა, ვინ ააშენებს სომხეთში ახალ ატომურელექტო სადგურს, მთავარი ისაა, რომ ამაში თანხებს აშშ-ს სახელმწიფო გადაიხდის.

მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში ფაშიანინის პარტიის გამარჯვების საკითხში ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, სათქმელი უნდა ითქვას. იანვრიდან დაწყებული სოხეთის საინფორმაციო სივრცეში რუსეთის პროპაგანდა ისე აქტიურობს, იმდენი ტყუილ-მართალი ისმის სომხეთში ევროპაზე, ამერიკაზე, შეუძლებელია ეს ადამიანს არ აწუხებდეს.

იანვრიდან დაწყებული სოხეთის საინფორმაციო სივრცეში რუსეთის პროპაგანდა ისე აქტიურობს, იმდენი ტყუილ-მართალი ისმის სომხეთში ევროპაზე, ამერიკაზე, შეუძლებელია ეს ადამიანს არ აწუხებდეს

სომხეთის საინფორმაციო სივრცეში ლამის ყოველ დღე გამიდიან რუსეთის სახელმწიფოს წარმომადგენლები. მხედველობაში არ მყვანან მხოლოდ დეპუტატები, ყოველ დღე გვესმის სომხეთის ხელისუფლების, კერძოდ ფაშინიანის არა კრიტიკა, ლანძღვა-გინება. მის მიერ გატარებულ რეფორმებზე ღლიცინი, ასევე იმაზე დაცინვით საუბარი რომ ფაშინისნის ხელისუფლებას სომხეთი ევროპისკენ მიჰყავს.

და ამგვარი პროპაგანდა მუშაობს არა მხოლოდ რუსულ ენაზე, არამედ სომხურ ენაზე. ეს იმას ნიშნავს რომ სომხეთის საგარეო ვექტორს საფრთხეები აქვს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში