გიგა ავალიანის დედა - მადლობა პროკურატურას! - რატომ ითმენდით ამას დიდ დიღომში?! სხვას რომ ხმა ამოეღო, ჩემი შვილი არ მოკვდებოდა, მე გადავარჩინე ჩემი ყვირილით თქვენი შვილები!

რატომ ითმენდით ამას დიდ დიღომში?! სხვას რომ ხმა ამოეღო, ჩემი შვილი არ მოკვდებოდა! მე გადავარჩინე ჩემი ყვირილით თქვენი შვილები!- ასე გამოეხმაურა გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში პროკურატურის ახალ ბრალზე ინფორმაციას, რომელიც გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირების 4 სხვა ძალადობრივ ეპიზოდში მონაწილეობას უკავშირდება.

ეკა კუპატაძემ პროკურატურას მადლობა გადაუხადა.

„შოკი მაქვს ხალხო, ვიცი, რომ თქვენც შოკი გაქვთ. მადლობა პროკურატურას! რატომ ითმენდით ამას დიდ დიღომში?! სხვას რომ ხმა ამოეღო, ჩემი შვილი არ მოკვდებოდა! დალეწილი ხალხის მშობლებო, რატომ გეძინათ?! თქვენმა სიჩუმემ მოკლა ჩემი სპეტაკი შვილი! მე ვიცოდი როგორი შვილი მყავდა, ამიტომ არ დავიხიე უკან. მე გადავარჩინე ჩემი ყვირილით თქვენი შვილები. რატომ ითმენდით?“- განაცხადა ეკა კუპატაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურა გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს ჯგუფური ძალადობის სხვა ფაქტებში მონაწილეობასაც ედავება. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განცხადება თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ გააკეთა.

პროკურორის ინფორმაციით, საუბარია ძალადობის კიდევ 4 ეპიზოდზე.

პროკურატურა გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულების - ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის მონაწილეობით ჯგუფური ძალადობის სხვა ეპიზოდების ამსახველ ვიდეოკადრებსაც აქვეყნებს, მათ შორის პროკურატურის მიერ გავრცელებული მასალაში ჩანს ალექსანდრე გაბაშვილი სხვადასხვა სახის იარაღით.

ძალადობის 4 ეპიზოდიდან ოთხივეში მონაწილეობს გიორგი რიკაძე; ასევე, დიმიტრი ჩიქოვანი. ალექსანდრე გაბაშვილი კი 2- ეპიზოდში.

როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, ერთ-ერთი ძალადობრივი ეპიზოდის ამსახველი ვიდეო გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის მობილურ ტელეფონში ინახებოდა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს