ილჰამ ალიევი - მშვიდობაში ცხოვრებას ვსწავლობთ და ძალიან მადლობელი ვართ აშშ-ის ამ დიდი შესაძლებლობისთვის - არა მხოლოდ ყველა შეზღუდვა გავაუქმეთ ტვირთების ტრანზიტზე, არამედ დავიწყეთ აქტიური ვაჭრობა და თანამშრომლობა

მშვიდობაში ცხოვრებას ვსწავლობთ და ძალიან მადლობელი ვართ აშშ-ის ამ დიდი შესაძლებლობისთვის, არა მხოლოდ ყველა შეზღუდვა გავაუქმეთ ტვირთების ტრანზიტზე, არამედ დავიწყეთ აქტიური ვაჭრობა და თანამშრომლობა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა მას შემდეგ, რაც აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმა.

ალიევმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს და მის ადმინისტრაციას კავკასიაში მშვიდობაში შეტანილი წვლილისთვის.

“ძალიან მადლობელი ვართ პრეზიდენტი ტრამპის, ვიცე-პრეზიდენტი ვენსის და მათი გუნდის კავკასიაში მშვიდობაში შეტანილი წვლილისთვის. გასული წლის აგვისტოში, პრეზიდენტმა ტრამპმა თეთრ სახლში ბრწყინვალე გამოსვლით დააინიცირა ეს შეთანხმება, პრეზიდენტი ტრამპის მიერ ხელმოწერილი “მშვიდობის საერთო დეკლარაცია”, ასევე, დაემატა ამ დოკუმენტს, და შედეგად, ახლა მშვიდობაში ვცხოვრობთ. მშვიდობაში ცხოვრებას ვსწავლობთ, და ძალიან მადლობელი ვართ აშშ-ის მთავრობის ამ დიდი შესაძლებლობისთვის. არა მხოლოდ ყველა შეზღუდვა გავაუქმეთ ტვირთების ტრანზიტზე, არამედ თავადაც დავიწყეთ ნავთობის შეკვეთების მიწოდება, და, შესაბამისად, დავიწყეთ აქტიური ვაჭრობა და თანამშრომლობა”, - განაცხადა ალიევმა.

აშშ-მა და აზერბაიჯანმა “სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას” მოაწერეს ხელი.

“აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის” ხელმოწერის ცერემონია ბაქოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

აშშ-ის მხრიდან ქარტიას ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან ქვეყნის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მოაწერეს ხელი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს