ბადრი ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე - წარმოუდგენელი ფაბრიკაციაა, ასეთი პროცესები წარსულში უნდა დარჩეს - გვჭირდება, მოვძებნოთ ძალა, ვიფიქროთ ქვეყანაზე, მივუტევოთ ადამიანებს, რომლებიც უსამართლოდ გვექცევიან და საზოგადოება გავამთლიანოთ

არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, დაბალი სტანდარტის მტკიცებულებაც კი არ არსებობს. რასაც ჩვენ ვაკვირდებით, ეს არის წარმოუდგენელი ფაბრიკაცია, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებულმა ბადრი ჯაფარიძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, ასეთი პრაქტიკა წარსულში უნდა დარჩეს და საზოგადოებამ უნდა მოძებნოს ძალა, რომ მძიმე ვითარებიდან გამოსასვლელად კონსოლიდაციისკენ წავიდეს.

„ეს აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, სახელმწიფოს. ასეთი პროცესები წარსულში უნდა დარჩეს. ჩვენ გვჭირდება, რომ საკუთარ თავებში მოვძებნოთ ძალა, იმისათვის, რომ ვიფიქროთ ჩვენს ქვეყანაზე, გამოვიდეს მძიმე მდგომარეობიდან, მივუტევოთ იმ ადამიანებს, რომლებიც უსამართლოდ გვექცევიან და შევეცადოთ საზოგადოება გავამთლიანოთ“, - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

მან აღნიშნა, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარება სამწუხაროა და არსებული დაპირისპირება, ზიზღის გაღვივება და მსგავსი ტიპის სამართლებრივი პროცესები სახელმწიფოსთვის საზიანოა.

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, საქართველოს არ აქვს საკმარისი რესურსი მსგავსი დაპირისპირების გასაგრძელებლად და დაუშვებელია სასამართლოსა და მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნებით გამოყენება.

„ვნახეთ ის, რომ არის წმინდა წყლის ფორმალობა - გვისმენენ, მაგრამ ახმოვანებენ გადაწყვეტილებას, რომელიც მათ უთხრეს. სამწუხაროა ის რეალობა, რომელშიც ყველანი ვიმყოფებით. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი დაპირისპირება, ასეთი ზიზღის დანერგვა, ასეთი ტიპის პროცესები ამ ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. საქართველოს არ აქვს ამ დაპირისპირების გაძლების დიდი რესურსი. არ შეიძლება სასამართლოსა და მართლმსაჯულების სისტემის ასე გამოყენება. კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა. უნდა შევწყვიტოთ დაპირისპირება ჩვენს ქვეყანაში, ასეთი პროცესები მხოლოდ საზოგადოების გახლეჩას უწყობს ხელს. ჩვენ უნდა გავამთლიანოთ ჩვენი საზოგადოება. უნდა გადავლახოთ ერთმანეთის აზრის ასეთი შეუწყნარებლობა, რადგან იმ პროცესს, რასაც ახლა ვხედავთ, ეს არის პროცესი განსხვავებული აზრის წინააღმდეგ“,- აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს