გიორგი სიორიძე - დღევანდელი სასამართლო პროცესი კიდევ ერთხელ იყო იმის დადასტურება, რომ ყველანი „ერთ ქვაბში მოგვხარშონ“

სურთ, ქვეყანაში შიში დანერგონ, - ამის შესახებ პარტია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი სიორიძემ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე რვა პოლიტიკოსისთვის ბრალის წარდგენაზე საუბრისას განაცხადა.

სიორიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ აბსურდულად შეაფასა სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერის ერთ საქმეში გაერთიანება და აღნიშნა, რომ მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები ერთმანეთთან კავშირში არ არის.

მისივე თქმით, მსგავსი პროცესები გავლენას ახდენს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციაზე და შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი გახდეს არშემდგარი მაღალი დონის ვიზიტების.

„ივანიშვილის რეჟიმი სხვა ავტორიტარული რეჟიმის მსგავსად, თავის ნაბიჯებს ერთ სარჩულს არ უდებს და არ აქვს ერთი მიზანი. რა თქმა უნდა, ზედაპირზეც ჩანს, რომ ამ ყველაფრის მიზანია პოლიტიკური დევნა, პოლიტიკური რეპრესიები - პოლიტიკური ლიდერები ციხეში, პარტიები აკრძალული. ამავდროულად, მათ სურთ, რომ ქვეყანაში შიში დანერგონ. გააკეთონ პრევენცია იმისა, რომ მათ ძალაუფლებას საფრთხე არ დაემუქროს და დაასუსტონ წინააღმდეგობის მოძრაობა, რომლის წიაღშიც პოლიტიკური პარტიები ორგანულად ვართ. დღევანდელი პროცესი კიდევ ერთხელ იყო იმის დადასტურება, რომ ყველანი ერთ ქვაბში მოგვხარშონ და გააგრძელონ წლობით არსებული პროპაგანდა, რომ „ყველანი ერთნი არიან“.

უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტიკურ ლიდერებს სხვადასხვა ბრალი აქვთ. ეს ცალკე აბსურდია, რა შუაშია მიხეილ სააკაშვილის ბრალი, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძეს, ნიკა გვარამიას, ბადრი ჯაფარიძის. რას ნიშნავს ეს ხელოვნური დაჯგუფება? ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულება, რომელიც აზიანებს არა მხოლოდ შიდა პროცესებს, არამედ ჩვენი ქვეყნის ინტერესებსაც. მერე ყველას გული დაწყდება, თუ რატომ არ ჩამოვიდა ჯეი დი ვენსი საქართველოში“,- განაცხადა სიორიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს