დონალდ ტრამპი ირანზე -  ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს - გვყავს არმადა, რომელიც იქ მიემართება და შესაძლოა, კიდევ ერთი წავიდეს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში, ახლო აღმოსავლეთში მეორე ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფის გაგზავნას განიხილავს.

„ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ისეთი მკაცრი რამის გაკეთება მოგვიწევს, როგორიც გასულ ჯერზე გავაკეთეთ“, - განუცხადა ტრამპმა Axios-ს.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ის მოელის, რომ აშშ-ირანის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი მომავალ კვირას გაიმართება.

„ჩვენ გვყავს არმადა, რომელიც იქ მიემართება და შესაძლოა, კიდევ ერთი წავიდეს“, - თქვა ტრამპმა და დასძინა, რომ კიდევ ერთი ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფის გაგზავნაზე ფიქრობს.

„ბოლო ჯერზე მათ არ სჯეროდათ, რომ ამას გავაკეთებდი“, - განაცხადა ტრამპმა, ირანის ბირთვულ ობიექტებზე ივნისში განხორციელებული დარტყმის შესახებ მის გადაწყვეტილებაზე მინიშნებით.

ამასთან, მან დიპლომატიური გზის მიმართ ოპტიმიზმი გამოხატა და განაცხადა, რომ ირანს „ძალიან სურს შეთანხმების დადება“ და სამხედრო საფრთხის გამო, გაცილებით სერიოზულად არის ჩართული, ვიდრე წინა მოლაპარაკებების დროს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს