სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში

ქართველ პროფესიონალებს ეძლევათ შანსი, მიიღონ ბარსელონას ლეგენდარული ინსტიტუტის განათლება და ბლოკჩეინით დაცული საერთაშორისო სერტიფიკატები თბილისში.

სპორტი დიდი ხანია გასცდა მხოლოდ მოედანზე მიმდინარე პროცესებს და მრავალმილიარდიან გლობალურ ინდუსტრიად იქცა. ამ ფონზე, საქართველოში ჩნდება უპრეცედენტო შესაძლებლობა მათთვის, ვისაც სურს სპორტის სიყვარული მაღალშემოსავლიან და პრესტიჟულ პროფესიად აქციოს. JBS Academy, მსოფლიოში აღიარებულ Johan Cruyff Institute-თან პარტნიორობით, აცხადებს მიღებას ხუთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებაზე: სტატეგიული მენეჯმენტი სპორტულ ორგანიზაციებში, სპორტული მარკეტინგი, ლიდერობა სპორტულ ორგანიზაციებში, გულშემატკივრების ჩართულობა და სპორტული სპონსორობა.

რატომ Johan Cruyff Institute?

იოჰან კრუიფის ფილოსოფია - „სპორტსმენები საუკეთესო ლიდერები არიან სპორტის მენეჯმენტში“ - დღეს მსოფლიოს წამყვანი კლუბებისა (FC Barcelona, Ajax) და ფედერაციების მართვის საფუძველია. ინსტიტუტი ლიდერია მსოფლიო სპორტულ განათლებაში და მისი დიპლომები აღიარებული და მიღებულია მსოფლიოს ნებისმიერ სპორტულ ორგანიზაციებში.

კურსები ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდება. კურსის ნაწილს კრუიფის ინსტიტუტის პროფესორები თბილისში, ხოლო ნაწილს ონლაინ რეჟიმში ჩაატერებენ.

ბლოკჩეინით დაცული აღიარება

პროგრამის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა Blockchain-verified სერტიფიკატია. ეს ნიშნავს, რომ კურსდამთავრებულის კვალიფიკაცია ციფრულად არის დაცული და აღიარებულია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, რაც კარს უხსნის ქართველ კადრებს საერთაშორისო ორგანიზაციებში.

„ჩვენი მიზანია, საქართველოში ჩამოვაყალიბოთ სპორტული მენეჯერების ახალი თაობა, რომლებიც შეძლებენ ინდუსტრიის ტრანსფორმაციას და ქვეყნის სპორტული პოტენციალის კომერციალიზაციას“, - აცხადებენ JBS Academy-ში.

დაინტერესებულ პირებს რეგისტრაცია და სილაბუსების გაცნობა შეუძლიათ აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: jbsacademy.ge

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი