ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ85-კმ104 მონაკვეთზე (ახალციხე-ვალეს საბაჟო), ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზასა და ახალქალაქი-კარწახის გზაზე დროებით იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.