ბაზისბანკი BARTA 2025 დაჯილდოების გამარჯვებულია

2025 წლის “საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო” BARTA-ს დაჯილდოების მეშვიდე ცერემონიაზე გამორჩეული კორპორაციული ანგარიშგების და გამჭვირვალობის პრაქტიკის მქონე კომპანიები გამოვლინდნენ.

მსხვილი საფინანსო კომპანიების კატეგორიაში, ნომინაციაში “წლის საპატიო ჯილდო”, გამარჯვება ბაზისბანკმა მოიპოვა, რაც, BARTA-ს დაჯილდოების ფარგლებში, ბაზისბანკისთვის ზედიზედ მეორე გამარჯვებაა.

აღნიშნული ჯილდო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბაზისბანკი ორიენტირებულია კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტის გაუმჯობესებაზე ინვესტორთა ნდობის მოსაპოვებლად, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე და ხაზს უსვამს ბანკის ანგარიშების გამჭვირვალობასა და მდგრადობის მაღალ ხარისხს.

„ბაზისბანკმა, მსხვილ საფინანსო კომპანიებს შორის, წლის საუკეთესო ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის მიმართულებით მოიპოვა გამარჯვება. ბარტას ფარგლებში წელს ჯილდო მეორედ მივიღეთ, გასულ წელს გავიმარჯვეთ, როგორც საუკეთესო დებიუტანტი მსხვილი საფინანსო კომპანია. აღნიშნული ჯილდოს მიღება ჩვენთვის დიდი პატივია, ვინაიდან ნებისმიერი საფინანსო ინსტიტუტისთვის გამჭვირვალობა არის და უნდა იყოს ის ქვაკუთხედი, რომელზეც დაფუძნებულია თითოეული კომპანიის განვითარება. შესაბამისად, საამაყოა, რომ სწორედ ბაზისბანკი გახდა გამარჯვებული აღნიშნულ ნომინაციაში.“- აღნიშნავს ბაზისბანკის გენერალური დირექტორი, დავით ცაავა.

BARTA-ს დაჯილდოება მიზნად ისახავს კომპანიების წახალისებას საუკეთესო პრაქტიკების დანერგვის მიმართულებით, რასაც შედეგად უფრო გამჭვირვალე და კონკურენტული ბიზნესგარემოს შექმნა მოჰყვება.

ღონისძიების ორგანიზატორია BARTA- კომიტეტი, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის (NBG), სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის (ISSSG), ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) და ბუღალტრული აღრიცხვის რეფორმის დაინტერესებულ მხარეთა ფონდის (RSF) წარმომადგენლებისგან არის დაკომპლექტებული. ღონისძიების მხარდამჭერები არიან მსოფლიო ბანკი და საქართველოს ბიზნეს ასოციაცია.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს