თენგიზ შარმანაშვილი - ჰელსინკის კომისიის ასეთი სახის, ყოვლად უარგუმენტო შეკრებები უკვე არასერიოზული ხდება - კიდევ უფრო მძიმე სიტუაცია შეიქმნა, როცა ამ შეხვედრაზე ლორა თორნტონი მიიწვიეს

ჰელსინკის კომისიის ასეთი სახის, ყოვლად უარგუმენტო შეკრებები უკვე არასერიოზული ხდება - კიდევ უფრო მძიმე სიტუაცია შეიქმნა, როცა ამ შეხვედრაზე ლორა თორნტონი მიიწვიეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან ჰელსინკის კომისიაში, საქართველოსთან დაკავშირებულ დაგეგმილ ბრიფინგზე საუბრისას განაცხადა.

შარმანაშვილის თქმით, ჰელსინკის კომისიაზე „ობიექტურობას არ უნდა ველოდოთ, რადგან ეს იქნება ტყუილებით გაჯერებული მორიგი ფარსი და შოუ“.

„ჰელსინკის კომისიის ასეთი სახის, ყოვლად უარგუმენტო შეკრებები უკვე არასერიოზული ხდება. კიდევ უფრო მძიმე სიტუაცია შეიქმნა, როცა ამ შეხვედრაზე ლორა თორნტონი მიიწვიეს. ეს ადამიანი საქართველოს მოსახლეობას არეულობისკენ პირდაპირ მოუწოდებდა. უფრო მეტიც, მან განაცხადა, რომ ამდენი დემონსტრაცია ჩატარდა, ამდენი გამოსვლა და მსხვერპლი არ იყოო. მას მიაჩნია, რომ საქართველოში საკრალური მსხვერპლი აუცილებელია. როცა სხდომაზე ასეთ ადამიანს მიიწვევ, რომელსაც შეუძლია, რომ ჰელსინკის კომისიას არაობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს, ამის შემდეგ ყველაფერი ნათელია. მისი ობიექტურობა იქიდანაც ჩანს, რომ ამერიკის მოქმედ პრეზიდენტს ისეთ რაღაცას უწოდებს, მისი გამეორება არ მინდა, რადგან სექსუალურ დანაშაულთან არის დაკავშირებული. ეს ადამიანი იმ კომისიაში მიიწვიეს, სადაც ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა მოქმედი პრეზიდენტის თანაპარტიელო უილსონია. რასთან გვაქვს საქმე? - საქმე გვაქვს იმასთან, რომ ულტრა რადიკალური ჯგუფების წამახალისებელი ადამიანები ორივე პარტიაში არიამ, როგორც „დემოკრატებში“", ასევე „რესპუბლიკელებში“. ამიტომ, იქ ობიექტურობას ნუ დაველოდებით, მორიგი ფარსი და შოუ იქნება ტყუილებით გაჯერებული“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის ჰელსინკის კომისია დღეს ბრიფინგს გამართავს, თემაზე: „ქართული ოცნების“ მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბრიფინგი შეისწავლის ადამიანის უფლებების მხრივ ვითარების გაუარესებას, „ქართული ოცნების“ განსხვავებული აზრის დასასჯელად და დემორალიზებისთვის ტაქტიკებს, და წინ მიმავალ გზას საქართველოსთვის.

შეგახსენებთ იმასაც რომ, ჰელსინკის კომისიაში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგი 28 იანვარს იყო დაგეგმილი, თუმცა ამინდის პირობების გამო გადაიდო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს