კახა კალაძე - თუ პირი იღებს ქირას და ამასთანავე გამოვლინდება, რომ უარს განაცხადებს ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების რომელიმე პროგრამაში მონაწილეობაზე, მას 6 თვის შემდეგ ქირის მიღება შეუწყდება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თუ ავარიული შენობიდან ქირით გაყვანილი ადამიანი უარს განაცხადებს ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების რომელიმე პროგრამაში მონაწილეობაზე, მას 6 თვის შემდეგ ქირის მიღება შეუწყდება.

კახა კალაძის ცნობით, ქირა აღუდგება მას შემდეგ, რაც განცხადებაზე თანხმობას გასცემს ჩანაცვლებით პროგრამაში მონაწილეობაზე.

„თუ პირი იღებს ქირას და ამასთანავე გამოვლინდება, რომ უარს განაცხადებს ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების რომელიმე პროგრამაში მონაწილეობაზე, 6 თვის შემდეგ ქირის მიღება შეუწყდება. ბევრი შემთხვევაა, როდესაც ავარიულია შენობა, ოჯახები ქირით გაგვყავს, რომ მოხდეს აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსის ჩანაცვლება და არიან ადამიანები, რომლებიც ხელს უშლიან აღნიშნული პროგრამის განხორციელებას. ეს პრობლემაა სხვა მოქალაქეებისთვისაც. პირს, ვინც უარს განაცხადებს ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების რომელიმე პროგრამაში მონაწილეობაზე, 6 თვის შემდეგ შეუწყდება ქირის მიღება. მხოლოდ მას შემდეგ აღუდგება, როცა თანხმობას გასცემს პროგრამაში მონაწილეობაზე. გვაქვს შემთხვევა, ავარიულია შენობა და ცხოვრება პრობლემას წარმოადგენს, ოჯახები ქირით გაგვყავს რათა ჩანაცვლება მოხდეს და არიან ადამიანები, რომლებიც ხელს უშლიან პროგრამის განხორციელებას. ეს უდიდეს პრობლემას წარმოადგენს სხვა ადამიანებისთვის“, - აღნიშნა კალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი