პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მონაწილეობის ფაქტზე სამ პირს, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მონაწილეობის ფაქტზე სამ პირს, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ხობის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთმა ბრალდებულმა ორგანიზება გაუწია და ხელმძღვანელობდა სამ პირზე ჯგუფურ ძალადობას. ორგანიზატორი და კიდევ ორი ბრალდებული ძალადობით, თავს დაესხნენ ავტომანქანაში მყოფ დაზარალებულებს და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით გადმოსვლას აიძულებდნენ, რა დროსაც ავტომანქანა დააზიანეს.

„გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაზარალებულმა თავდამსხმელს დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, ცეცხლსასროლი იარაღი წაართვა და ორი პირის განზრახ მკვლელობა სცადა, რის შემდეგ, თანმხლებ პირებთან ერთად მიიმალა.

მიუხედავად იმისა, რომ მასთან ერთად მყოფმა პირმა იცოდა, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. სამ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა და სხვისი ნივთის დაზიანება, ჩადენილი იარაღის გამოყენებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 და 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მეოთხე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ოთხივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს