კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, თბილისის N55-ე და N85-ე საჯარო სკოლებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები გაიმართა

კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სასწავლო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის N 55-ე და N 85-ე საჯარო სკოლებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები გაიმართა.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ცნობით, სააგენტოს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მომხმარებელთა უფლებების, მათი დაცვისა და აღსრულების მექანიზმების, კონკურენციის პოლიტიკის ძირითადი პრინციპებისა და სააგენტოს პრაქტიკაში არსებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შესახებ.

„საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრების ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ საკითხებს, რომლებიც მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ როგორც ადგილზე, ისე ონლაინ-ვაჭრობისას. მოსწავლეებმა მიიღეს პრაქტიკული რეკომენდაციები პროდუქტის ან მომსახურების შეძენისას გასათვალისწინებელ წესებზე, გაეცნენ უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართვის მექანიზმებს და იმ უწყებებს, რომელთაც მსგავს შემთხვევებში მათი დახმარება შეუძლიათ“,-აღნიშნულია ინფორმაცია

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს