4 ოქტომბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე მოსამართლემ ადვოკატები, დიმიტრი საძაგლიშვილი და შოთა კახიძე სასამართლო პროცესიდან გააძევა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესზე მოსამართლემ ადვოკატები დიმიტრი საძაგლიშვილი და შოთა კახიძე სასამართლო პროცესიდან გააძევა.

თავდაპირველად მოსამართლე თამარ მახარობლიძემ ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი გააძევა პროცესიდან. მოსამართლესა და დიმიტრი საძაგლიშვილს შორის კამათი, ადვოკატის შეკითხვას მოჰყვა, ჰაბიდოსკოპიური ექსპერტის მიმართ. დიმიტრი საძაგლიშვილმა ექსპერტს ჰკითხა, იცოდა თუ არა თბილისში 2025 წლის 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაცია და იცნობდა თუ არა შსს-ს განცხადებებს, იმ დღეს თბილისში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

ამ შეკითხვას კი ბრალდების მხარის შუამდგომლობა მოჰყვა შეკითხვის განრიდებასთან დაკავშირებით, რომელიც მოსამართლემ დააკმაყოფილა. დიმიტრი საძაგლიშვილმა კი მოსამართლეს მოსთხოვა, რომ აეხსნა, თუ რატომ განარიდა მისი შეკითხვა, რასაც შემდგომ კამათი მოჰყვა.

ამის შემდეგ მოსამართლემ ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი სხდომიდან გააძევა. დიმიტრი საძაგლიშვილის გაძევების შემდეგ მოსამართლემ ადვოკატი შოთა კახიძეც გააძევა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას კი ბრალდებულების პროტესტი მოჰყვა, რომლებმაც სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

დანარჩენი ადვოკატები კი მოსამართლემ გააფრთხილა, რომ მათ მიერ პროცესის დატოვება, პროცესის თავმჯდომარის დაუმორჩილებლობა იქნებოდა, რასთან დაკავშირებით მოსამართლე შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებდა.

ამის შემდეგ პროცესი შეწყდა და შემდგომი პროცესი 18 თებერვალს ჩაინიშნა.

ცნობისთვის, კახაბერ კვაჭანტირაძეს, სიმონ მახარაძეს, გია თოლორაიას, ავთანდილ თოფჩიშვილს, მიხეილ თოლორაიას, იური ლომიძეს, გიორგი ტალახაძეს, დავით გიუნაშვილს, საბა კორძაიას, გიორგი კირვალიძეს, კობა ეპიტაშვილს, მანუჩარ მიქელაძეს და ბექა მაჭავარიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად.

მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!