გრიგოლ გეგელია ჯეი დი ვენსის სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტზე - ეს არის არაღიარებული რეჟიმის პროპაგანდის სრული კრახი, რომელიც გვიმტკიცებდა, რომ იგი შეძლებდა ტრამპთან ურთიერთობების ნორმალიზებას

ეს არის არაღიარებული რეჟიმის პროპაგანდის სრული კრახი, რომელიც გვიმტკიცებდა, რომ იგი შეძლებდა ტრამპთან ურთიერთობების ნორმალიზებას, - ასე შეაფასა „ლელო - ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტი.

მისივე თქმით, საქართველოს მართავს ანტი-დასავლური რეჟიმი, რომელმაც აშშ-სა და ევროპას ამჯობინა რუსეთი, ირანი და ჩინეთი.

„ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატები დაბრუნდა სამხრეთ კავკასიაში, მაგრამ საქართველოს გარეშე. აშშ-მა მყარად დააფიქსირა ახალი პოზიცია, როგორც სამხრეთ კავკასიის მთავარმა გლობალურმა პარტნიორმა. მაგრამ, ამ ისტორიულ დროს, რუსული დაზვერვის ტყვეობაში მყოფი საქართველო არ არის ფორმულის ნაწილი. არც სომხეთს და არც აზერბაიჯანს არ ახსოვს ამ მასშტაბის ამერიკული ჩართულობა, განსხვავებით საქართველოსგან, რომელსაც სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში უმასპინძლია ამერიკის პრეზიდენტისთვის, ორი ვიცე პრეზიდენტისთვის და შვიდი სახელმწიფო მდივნისთვის. მაგრამ, დღეს საქართველო აღარ არის საინტერესო, სანდო და მიმზიდველი პარტნიორი.

საქართველო გახდა სრულად იზოლირებული, რადგან „ქოცური“ რეჟიმი არ აინტერესებს არავის, გარდა „ქოცებზე“ უარესი „ქოცებისა“. შედეგად: დღეს აზერბაიჯანი აფორმებს სტრატეგიულ შეთანხმებას აშშ-თან, როგორიც საქართველომ ჯერ კიდევ 2009 წელს გააფორმა, მაგრამ 2024 წელს დაკარგა რუსული რეჟიმის გამო. დღეს ბაქოში ვისმენთ აზერბაიჯანის მიერ ავღანეთში გაღებული წვლილის ქებას, მაგრამ ამას ვერ ვისმენთ „ქოცი“ აღზევებული ბრიყვების ტყვეობაში მყოფ თბილისში, მაშინ, როდესაც საქართველომ ყველა პარამეტრით ყველაზე დიდი წვლილი გაიღო ავღანეთის მისიაში. დღეს სომხეთი აფორმებს კრიტიკულად მნიშვნელოვან უსაფრთხოების და ენერგეტიკული თანამშრომლობის შეთანხმებებს აშშ-თან და იღებს უმსხვილეს ამერიკულ ინვესტიციას მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, რაც ეკონომიკური ზრდის და დასაქმების წინაპირობა გახდება; მაგრამ, უამბიციო ჭაობად გადაქცეულ საქართველოში გაჩერებულია ანაკლია და ყველა სხვა მეგაპროექტი, რომელსაც აშშ, ევროპული კომისია და „მსოფლიო ბანკი“ ერთნაირად აღიქვამენ უმაღლესი პრიორიტეტის მატარებელ პროექტად, რომელსაც უნდა შეექმნა ქართული სამუშაო ადგილები, აემაღლებინა ქართული ეროვნული უსაფრთხოება და გამოეწვია ქართული ეკონომიკის ზრდა. ნაცვლად ამისა, დღეს სომხეთი და აზერბაიჯანი არიან ახალი სამშვიდობო, სატრანზიტო და ეკონომიკური კავშირის სიმბოლო და რეალობა, მეგაპროექტების აკვანი, ახალი სატრანზიტო გზების სამშობლო. სანამ გაღატაკებული საქართველო ისმენს რუსული ტიპის პროპაგანდას არარსებული მშვიდობისა და დაუცველი სუვერენულობის შესახებ სწორედ ეს არის საბოტაჟისა და ღალატის ანატომია. იმ ფონზე, როდესაც სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და შავიზღვისპირეთში ფუნდამენტურად იცვლება უსაფრთხოების, ვაჭრობის, ტრანზიტის და გეოპოლიტიკის ჩარჩოები, როდესაც იბადება ახალი კავკასიური არქიტექტურა, საქართველო აღარ ზის არცერთ მაგიდასთან, სადაც წყდება მისი ბედი. და როგორც ერთ ცნობილ ნათქვამშია, “თუ მაგიდასთან არ ზიხარ, ესე იგი მენიუში ხარ”.

ეს არის გეოპოლიტიკური კატასტროფა ერისთვის, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ეძებდა სწორედ ასეთ მომენტს, რაც შესაძლებელს გახდიდა ხანგრძლივი მშვიდობის, სტაბილურობის და კეთილდღეობისკენ სწორი საგარეო პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმას.

ამავდროულად, ეს არის არაღიარებული რეჟიმის პროპაგანდის სრული კრახი, რომელიც გვიმტკიცებდა, რომ იგი შეძლებდა ტრამპთან ურთიერთობების ნორმალიზებას. დღეს კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ ეს არ მომხდარა რადგან საქართველოს მართავს ანტი-დასავლური რეჟიმი, რომელმაც აშშ-სა და ევროპას ამჯობინა რუსეთი, ირანი და ჩინეთი. ეს არის რეჟიმი, რომელმაც ამერიკის დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას არაერთხელ დააბრალა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, ჩინეთთან გაურკვეველი მემორანდუმი გააფორმა, ირანში ჰეზბოლასა და "ჰამასის" პანაშვიდებზე დადგა, აშხაბადში კი ავტოკრატიების გვერდით, რომელიც არ ემსახურებიან მშვიდობასა და კეთილდღეობას“,-განაცხადა გეგელიამ.

ცნობისთვის, აშშ-მა და აზერბაიჯანმა „სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას” მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის "სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის” ხელმოწერის ცერემონია ბაქოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

მანამდე, ჯეი დი ვენსი სომხეთშიც იმყოფებოდა, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. აშშ-მა და სომხეთმა ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენების შესახებ შეთანხმება გააფორმეს, რომელსაც ჯეი დი ვენსმა და ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერეს ხელი.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!