ვიქტორ ორბანი - Politico-მ გამოაქვეყნა ბრიუსელისა და კიევის ომის გეგმა - გადაწყვიტეს, რომ უკრაინას ევროკავშირში 2027 წელს მიიღებენ - ეს უნგრეთის წინააღმდეგ ომის ღიად გამოცხადებაა

ბრიუსელის ელიტის ოფიციალურმა გამოცემა Politico-მ გამოაქვეყნა ბრიუსელისა და კიევის ომის უახლესი გეგმა, ზელენსკის ხუთპუნქტიანი გეგმა. მათ გადაწყვიტეს, რომ უკრაინას ევროკავშირში 2027 წელს მიიღებენ, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი მტკიცებით, ეს ახალი გეგმა უნგრეთის წინააღმდეგ ომის ღიად გამოცხადებაა.

„ისინი უგულებელყოფენ უნგრელი ხალხის გადაწყვეტილებას და გადაწყვეტილი აქვთ, ნებისმიერი საშუალებით გადააყენონ უნგრეთის მთავრობა. მათ სურთ, რომ პარტია „ტისა“ მოვიდეს ხელისუფლებაში, რადგან ამ შემთხვევაში აღარ იქნება ვეტო, აღარ იქნება წინააღმდეგობა და აღარ იქნება მათ კონფლიქტში ჩართულობისგან თავის შეკავება“, - წერს ორბანი.

მისი თქმით, უნგრელებმა მიმდინარე წლის აპრილში, საარჩევნო ყუთთან გადაწყვეტილების მიღებით უნდა შეაჩერონ ისინი.

„ფიდესი“ ერთადერთი ძალაა, რომელიც უნგრეთსა და ბრიუსელის მმართველობას შორის დგას და უნგრეთის სუვერენიტეტის ერთადერთი გარანტია“, - წერს ორბანი.

შეგახსენებთ, Politico-მ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი უპრეცედენტო გეგმას ამუშავებს, რომელიც მომავალ წელს უკრაინის ბლოკში ნაწილობრივ გაწევრიანებას ითვალისწინებს. ევროკავშირის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ იდეა მიმზიდველია, რადგან ის კიევს მისცემს ამოსუნთქვის საშუალებას, დაასრულოს რეფორმები დემოკრატიული ინსტიტუტების, სასამართლო და პოლიტიკური სისტემის მიმართულებით. სტატიაში საუბარია 5 პუნქტზე, მათ შორის ევროკავშირის გეგმებზე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გადაილახოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ ვიქტორ ორბანის წინააღმდეგობა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს