რელიგიის სააგენტომ პენიტენციური სამსახურის მოხელეებისთვის ტრენინგი გამართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის საჯარო მოხელეებს უმასპინძლა. ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა გახსნა რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსმა, ნინო ჭავჭავაძემ.

„თემაზე „სეკულარიზმი და რელიგიური ნეიტრალიტეტი“ ისაუბრა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის იურისტმა, ალექსანდრე შეყილაძემ. „რელიგიები საქართველოში“ - ასეთი იყო სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი სპეციალისტის, სერგო ფარულავას ლექციის თემა.

შეხვედრის დასასრულს, ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს რელიგიის სააგენტოს თანამშრომლებს საინტერესო ლექციებისთვის. ღონისძიების მონაწილეები სააგენტომ ბიბლიით დაასაჩუქრა.

ტრენინგი „საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2024 – 2026 წლების სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში, რელიგიისა და რწმენის თავისუფლებისა და მისი გარანტიების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარდა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო-სამოქმედო გეგმის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებს განაგრძობს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს