„კოდას“ წარმოების დირექტორი - ჩვენი მხრიდან მოხდა ფასის კლება და არ გვინდა, ფასის შემცირება იყოს მხოლოდ კომპანიის, მწარმოებლის ხარჯზე - კომპლექსური მუშაობაა საჭირო, მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში ჩართულები ვიყოთ

კომპანია „კოდას“ წარმოების დირექტორმა, გიორგი ავალიანმა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ მზად არიან ნებისმიერ ფორმატში ჩაერთონ.

მისი განცხადებით, მწარმოებლებს არ სურთ, რომ ფასების შემცირება მხოლოდ მათ ხარჯზე მოხდეს და ამისათვის საჭიროა კომპლექსური მუშაობა.

„ჩვენი კომპანიის სახელით მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ საკითხზე გახსნილი რიცხვებით შეგვიძლია, რომ ჩართულები ვიყოთ ამ პროცესში. ჩვენი მხრიდან მოხდა ფასის კლება და არ გვინდა, რომ ფასის შემცირება იყოს მხოლოდ კომპანიების, მწარმოებლის ხარჯზე, ამისთვის კომპლექსური მუშაობა არის საჭირო, შესაბამისად ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში ჩართულები ვიყოთ“, - განაცხადა გიორგი ავალიანმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი