აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ ვენსის აზერბაიჯანსა და სომხეთში ვიზიტის შედეგებზე “ინტერპრესნიუსი“ კავკასიური პოლიტიკური ანალიზის ცენტრის დირექტორს, ახმედ ალილის ესაუბრა.
- ბატონო ახმედ, დასრულდა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ ვენსის ვიზიტი სომხეთსა და აზერბაიჯანში. ამ ვიზიტის ფარგლებში ბაქოში ხელი მოეწერა აშშ-სა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას.
ამ ვიზიტის შედეგებზე ბაქოდან ხედვა სავარაუდოდ, როგორია?
- აზერბაიჯანის ისტორიაში აშშ-ს ამ დონის მაღალჩინოსნის ვიზიტი აზერბაიჯანში მეორეჯერ შედგა. 2008 წელს ბაქოში ვიზიტად იმყოფებოდა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი, რომელიც აზერბაიჯანში თბილისიდან ჩამოვიდა.
ვენსის ბაქოში ვიზიტის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ აშშ-აზერბაიჯანის ურთიერთობები დაუბრუნდა იმ ნიშნულს, რომელიც ამ ქვეყნების ურთიერთობებში 2000-იან წლებში იყო და რომელსაც „ოქროს ხანაც“ შეიძლება ეწოდოს. იმ პერიოდიდან მოყოლებილი აზერბაიჯანი აქტიურად თანამშრომლობდა აშშ-თან ერაყსა და ავღანეთში მიმდინარე სამხედრო კამპანიებიში. ახლა ვხედავთ, რომ აშშ-აზერბაიჯანის ურთიერთობები 2000-იან წლებში არსებულ ურთიეთობებს დაუბრუნდა.
აშშ-აზერბაიჯანის ურთიერთობები დაუბრუნდა იმ ნიშნულს, რომელიც ამ ქვეყნების ურთიერთობებში 2000-იან წლებში იყო და რომელსაც „ოქროს ხანაც“ შეიძლება ეწოდოს
აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ ვენსის ვიზიტს აზერბაიჯანში საკმაოდ დადებითად აფასებენ. ეს არ გახლდათ მხოლოდ სიმბოლური ვიზიტი, რადგან ამ ვიზიტს წინ უძღოდა საკმაოდ ინტენსიური მუშაობა ამერიკულ მხარესთან. როცა აშშ-ს მეორე პირი ასე კომფორტულად გრძნობს თავს იმ ქვეყანაში, რომელიც რუსეთსა და ირანს შორის მდებარეობს, შედეგია იმის, რომ ბოლო პერიოდში ბაქოსა და ვაშინგტონს შორის ინტენსიური ურთიერთობები იყო.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილხამ ალიევი ბევრჯერ იყო ვაშინგტონში. ასევე სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანი. აზერბაიჯანისა და სომხეთის ინტენსიურმა დიპლომატიურმა მუშაობამ ვაშინგტომთან შედეგად მოიტანა ის, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ვიზიტად იმყოფებოდა სომხეთსა და აზერბაიჯანში და აშშ მზადაა ამ ქვეყნებთან აქტიურად იმუშაოს რეგიონში მშვიდობისა და ამ ქვეყნების განვითარებისთვის.
აზერბაიჯანისა და სომხეთის ვაშინგტონთან ინტენსიური დიპლომატიური მუშაობის შედეგია ის, რომ აშშ მზადაა ამ ქვეყნებთან აქტიურად იმუშაოს რეგიონში მშვიდობისა და ამ ქვეყნების განვითარებისთვის
- ახლა ბევრი და თან აქტიურად საუბრობს იმაზე, რომ ვენსის ვიზიტი სამხრეთ კავკასიის ორ ქვეყანაში ნიშნავს იმასაც, რომ ახლა ხდება უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის მშენებლობა.
ამ თვალსაზრისით, ვენსის ვიზიტის შემდეგ რა შეიძლება თქვათ?
- რაც შეეხება უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირებას, ჩემი აზრით, ეს პროცესი დაწყებულია და ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით.
უსაფრთხოება ბევრ კომპონენტს შეიცავს, მაგალითად, მეზობელი სომხეთისთვის ეს ენერგეტუკული უსაფრთხოებაა, რომლის დასაძლევად ბევრი საინტერესო საინვესტიციო გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მათი რეალიზაციის შემდეგ სომხეთი ნაკლებად იქნება დამოკიდებული რუსეთზე. ანუ, სომხეთის სუვერენიტეტი ამ თვალსაზრისით ბევრად გაიზრდება და სომხეთს მეტად ექნება შესაძლებლობა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში უფრო აქტიურად ჩაერთოს.
რაც შეეხება უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირებას, ჩემი აზრით, ეს პროცესი დაწყებულია და ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ვხედავთ, რომ ვაშინგტონი სამხრეთ კავკასიაში დაახლოებით იმას აკეთებს, რასაც თავის დროზე გერმანიაში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში და ტაივანში აკეთებდა. მხედველობაში მაქვს ის, რომ ამ ქვეყნებს აშშ აწვდიდა ახალ ტექნოლოგიებს, რამაც ამ ქვეყნებს მშვიდობიან პირობებში განვითარების საშუალება მისცა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-ს დახმარების გამო მიეცა იაპონიას სწრაფი განვითარების საშუალება. ეს ეხება გერმანიასაც, სამხრეთ კორეასა და ტაივანსაც. ეს ქვეყნების სწრაფად განვითარდნენ და სწრაფად გახდნენ ეკონომიკური თვალსაზრისით ანგარიშგასაწევი ქვეყნები. კარგია, რომ აშშ ამ მიდგომას ახლა სომხეთში იყენებს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ვაშინგტონის ეს მიდგომა აზერბაიჯანზეც გავრცელდება და სამხრეთ კავკასიის ორ ქვეყანას ეკონომიკურად სწრაფად განვითარების შესაძლებლობა და საშუალება ექნებათ.
- იმის ფონზე რომ კრემლი მტკივნეულად აღიქვამს სსრკ-ს ყოფილი რესპუბლიკების ურთიერთობას აშშ-თან, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ ვენსის ვიზიტმა სომხეთს ადა აზერბაიჯანში შედარებით უხმაუროდ ჩაიარა.
რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
- ვერ დაგეთანხმებით რომ ამ ვიზიტმა მოსკოვის მხრიდან უხმაუროდ ჩაიარა. ამ თემაზე კომენტარი გააკეთა მინისტრმა ლავროვმა, ასევე აქტიურობდნენ რუსი პროპაგანდისტები. კომენტარები უმეტესად სომხეთზე იყო. საქმე ისაა, რომ ამ მომენტისთვის რუსებს არ აქვთ იმის რესურსი რომ სამხრეთ კავკასიაში აშშ-ს აქტიურობას ხელი შეუშალოს.
საქმე ისაა, რომ ამ მომენტისთვის რუსებს არ აქვთ იმის რესურსი რომ სამხრეთ კავკასიაში აშშ-ს აქტიურობას ხელი შეუშალოს
გარდა ამისა არის კიდევ სხვა მომენტები. უკრაინაში ომის დაწყებამდე რუსეთს სამხრეთ კავკასიაში სრული კარტ-ბლანში ჰქონდა. უკრაინაში ომის დაწყებამდე სოჭში გაიმართა რამდენიმე შეხვედრა პუტინის ალიევთან, ფაშინიანთან. რუსეთს ჰქონდა შანსი პოზიტიური როლი შეესრულებინა აზერბაიჯან-სუმხეთის ურთიერთობებში, მაგრამ ეს მას არ გაუკეთებია. შედეგად ახლა შეგვიძლია იმის თქმა, რომ ამის გამო რუსეთმა ძალიან ბევრი დაკარგა.
ახლა რუსეთს სამხრეთ კავკაშიაში პროცესებზე გავლენის მოსახდენად ცოტა რესურსები აქვს. აზერბაიჯანთან მიმართებაში განსაკუთრებით. 2008 წელს, როცა დიკ ჩეინი ბაქოში ვიზიტს აპირებდა, მაშინ პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი იყო და მან პრეზიდენტ ალიევს დაერეკა.
ახლა რუსეთს აზერბაიჯნთან ისე აქვს გაუარესებული ურთიერთობები, თან ამას ომი უკრაინაშიც ემატება, რომ ახლა ბაქოში ვენსის ვიზიტის წინ მოსკოვიდან არც არავის დაურეკავს, ანუ ამის გაკეთებაც ვერ შეძლეს.
- ახლა ბევრი აკეთებს ასეთ დასკვნას - აშშ-ს, სომხეთსა და აზერბაიჯანს რუსეთი სამხრეთ კავკასიიდან გაჰყავს.
თქვენთვის რამდენად მისაღებია ამგვარი შეფასება? რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ იმ პროექტებში, რაც ამერიკამ სამხრეთ კავკასიის ამ ორ ქვეყანაში დაგეგმა, მომავალში რუსეთმაც შეიძლება მიიღოს მონაწილეობა?
- რუსეთი სამხრეთ კავკასიიდან ფიზიკურად არსად არ წავა. იგი რეგიონის მეზობელი ქვეყანაა, მაგრამ ის პროექტები რაზეც შეთანხმებები მოხდა ერევანსა და ბაქოში, განახორციელებს აშშ.
ჩვენ გვახსოვს რომ რუსეთი ამბობდა რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში, კერძოდ სამხრეთ კავკასიაში აშშ-ს და თურქეთის აქტიურობას და ამგვარი პროექტების განხორციელებას არ დაუშვებდა. ახლა რაც ჩანს ასე გამოიყურება, აზერბაიჯანმა და სომხეთმა შეძლეს აშშ-ს ყურადღების მიქცევა. ახლა აშშ სამხრეთ კავკასიაში თავს საკმაოდ კონფორტულად გრძნობს.
ახლა რაც ჩანს ასე გამოიყურება, აზერბაიჯანმა და სომხეთმა შეძლეს აშშ-ს ყურადღების მიქცევა. ახლა აშშ სამხრეთ კავკასიაში თავს საკმაოდ კონფორტულად გრძნობს
- რადგან კომფორტულობა ახსენეთ, უნდა გკითხოთ - 30 წელზე მეტია პოლიტიკურ პროცესებს ვადევნებ თვალს, თბილისში ბევრი ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსისა და დიპლომატის ვიზიტი მაქვს გაშუქებული, მაგრამ, არც კი მახსენდება იმის მსგავსიც კი, რაც ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა ბაქოში თქვა.
ვგულისხმობ მის მიერ პრესკონფერენციაზე ნათქვამს - „მოუთმენლად ველოდები ვახშამს“. ადამიანურად გასაგებია განცხადება, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში მე არ მახსენდება არც ერთი სტუმარი, ეს რომ ეთქვას.
სავარაუდოდ, რა შეიძლება ყოფილიყო ბაქოში ვიცე-პრეზიდენტ ვენსის გულწრფელობის ასეთი მიზეზი?
- პრესკონფერენციაზე ვენსმა ალიევის მისამართით თქვა, რომ ტრამპის შემდეგ ის ერთადერთი პრეზიდენტია, ვისაც კარგი ურთიერთობა აქვს როგორც თურქეთთან, ისე ისრაელთან.
ვახშამთან დაკავშირებით ვენსის ნათქვამი, შესაძლოა იმას უკავშირდებოდეს რომ მან კარგად იცის თუ როგორია კავკასიური სამზარეულო და კიდევ იმას, რომ მას იმ დონის ადამიანური ურთიერთოები აქვს მასპინძელთან, რომ შეუძლია თავს უფლება მისცეს თქვას ის, რაც საჯაროდ თქვა.
სწორს ამბობთ, ამგვარი რამის თქმა არაფორმალური შეხვედრებისას შესაძლებელია, მაგრამ, როგორც ჩანს, ვენსმა ბევრი რამ იცის ჩვენი კავკასიური სამზარეულოს გემრიელობების შესახებ.
- საუბრის დასაწყისში თქვენ თქვით, რომ დიკ ჩეინი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი 2008 წელს თბილისიდან ბაქოში ჩავიდა.
ამჯერად აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ვენსი ერევანში იმყოფებოდა, შემდეგ ბაქოში და თბილისში ჩამოსვლა არ დაუგეგმავს.
თქვენი დაკვირვებით, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
- ჩემი აზრით, აქ რამდენიმე მომენტია გასათვალისწინებელი. ახლა ბაქოსა და ერევნას აქვთ ინტენსიური ურთიერთობა ვაშინგტონთან. ბოლო 6 თვის მანძილზე აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი 4 ჯერ იყო ვიზიტად ვაშინგტონში. ასევე სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი.
ახლა თბილისსა და ვაშინგტონს, თბილისსა ბრიუსელს შორის ურთიერთობები იმ დონეზეა, რომ საჭიროა მეტი დიპლომატიური აქტიურობა იმისთვის რომ ეს ურთიერთობები არა მარტო აღდგეს, არამედ გაღრმავდეს.
თბილისსა და ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობების დალაგება წაადგება არა მხოლოდ აშშ-საქართველოს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებს, არამედ აზერბაიჯანსა და სომხეთს და საერთოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონს.
იმის გამო რომ ახლა თბილისს არასაკმარისად კარგი ურთიერთობა აქვს ვაშინგტონთან და ბრიუსელთან, ამით ზარალდება სომხეთიცა და აზერბაიჯანიც. აზერბაიჯანსა და სომხეთს გაუჭირდება ეკონომიკურად განვითარება თუ საქართველოს არ ექნა კარგი ურთიერთობები აშშ-თან და ევროკავშირთან.
იმის გამო რომ ახლა თბილისს არასაკმარისად კარგი ურთიერთობა აქვს ვაშინგტონთან და ბრიუსელთან, ამით ზარალდება სომხეთიცა და აზერბაიჯანიც. აზერბაიჯანსა და სომხეთს გაუჭირდება ეკონომიკურად განვითარება თუ საქართველოს არ ექნა კარგი ურთიერთობები აშშ-თან და ევროკავშირთან
ფაქტი გახლავთ ის, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის შემდგომი ეკონომიკური განვითარება ბევრი თვალსაზრისითაა დამოკიდებული იმაზე, როგორი ურთიერთობა ექნება საქართველოს აშშ-თან და ევროკავშირთან. წინა წლებში თბილისს საუკეთესო ურთიერთობების ჰქოდა ორივე ძალის ცენტრთან.
როგორც ჩანს. ბევრი რამ შეცვალა უკრაინაში რუსეთის აგრესიამ. ვფიქრობ, თუ თბილისის ურთიერთობები კიევთან გაუმჯობესდა, გაუმჯობესდება ურთიერთობები ბრიუსელთან და ვაშინგტონთანაც.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი