ნინო წილოსანი - დღგ ის გადასახადი არაა, რომელიც სადღაც არის დარეზერვებული, ის ისევ მოქალაქეებთან მიდის, ამით საყოველთაო ჯანდაცვა, სკოლები, ბაღები და ინფრასტრუქტურა ფინანსდება

დღგ ის გადასახადი არ არის, რომელიც სადღაც რჩება და სადღაც არის დარეზერვებული - დღგ-ს გადასახადი ისევ მოქალაქეებთან მიდის, - ეს განცხადება ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, კვერცხის მწარმოებელი კომპანიების პასუხად გააკეთა, რომელთაც კვერცხზე ფასის შემცირების კონტექსტში დღგ-ს გადასახადისგან გათავისუფლების საჭიროებაზე ისაუბრეს.

„დღგ ის გადასახადია, რომლითაც შემდგომში საყოველთაო ჯანდაცვა, სკოლები, ბაღები და ინფრასტრუქტურა ფინანსდება. ეს ის გადასახადი არ არის, რომელზეც მარტივად შეგვიძლია... რადგან ამისგან ფინანსდება ყველა ხარჯი, რომელიც ისევ მოსახლეობასთან მიდის. ეს ის გადასახადი არ არის, რომელიც სადღაც რჩება და სადღაც არის დარეზერვებული. ეს გადასახადი ისევ მოქალაქეებთან მიდის“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

დროებითი კომისიის სხდომაზე კვერცხის დღგ-ს გადასახადისგან გათავისუფლების საკითხზე კომპანია “დილას“ დირექტორმა გია ლობჟანიძემ გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დღგ-ს საკითხის გარკვევა, საბოლოო ჯამში, პარლამენტში უნდა მოხდეს.

პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის შემსწავლელი დროებითი კომისიის პირველი სამუშაო სხდომა მიმდინარეობს.

დროებითი კომისიის სხდომა ხორცპროდუქტების, რძის პროდუქტების და კვერცხის მწარმოებელი კომპანიების მონაწილეობით იმართება. დღის წესრიგის გათვალისწინებით, ბაზრის სტრუქტურასთან, ფასწარმოქმნის ჯაჭვთან და სექტორის საოპერაციო პროცესებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს