უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს

ინტერნეტი განუსაზღვრელ შესაძლებლობებს გვაძლევს სწავლისთვის, ურთიერთობისა და შემოქმედებისთვის, ტექნოლოგიური პროგრესისთვის. ამავდროულად, რიგი საფრთხეების თავიდან ასარიდებლად მისი უსაფრთხოდ გამოყენება უნდა ვიცოდეთ. განსაკუთრებით კრიტიკულია ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება მოზარდებისთვის, ვინაიდან ისინი ინტერნეტში ძალიან დიდ დროს ატარებან. ახალ პლატფორმებს ადვილად ითვისებენ, თუმცა რისკების შეფასებას ყოველთვის სათანადოდ ვერ ახდენენ. თებერვლის ეს კვირეული უსაფრთხო ინტერნეტს ეძღვნება და საქართველოს საბანკო ასოციაცია კიდევ ერთხელ შეგახსენებთ კიბერუსაფრთხოების საბაზისო წესებს.

რომელი საფრთხეებია დაკავშირებული ინტერნეტის გამოყენებასთან?

ყალბი შეთავაზებები, პირადი ინფორმაციის გამოძალვა (ფიშინგი მათ შორის), ონლაინ თაღლითობა, ვირუსებისა და მავნე პროგრამების გავრცელება ინტერნეტზე დაერთებულ მოწყობილობებში და კიბერბულინგი (აგრესიული კომენტარებით და შეტყობინებებით შევიწროება ონლაინ). აღნიშნულ რისკებსა და საფრთხეებს ერთობლივად უნდა გაუმკლავდნენ მოზარდები, მათი მშობლები და სასწავლო დაწესებულებები.

რჩევები მშობლებს

  • ღიად ისაუბრეთ კიბერსივრცეზე - გაუზიარეთ მოზარდებს ინფორმაცია საფრთხეებზე
  • დააწესეთ საზღვრები - დაშვებული ქცევა, ეკრანთან ყოფნის ხანგრძლივობა და ა.შ.
  • იცოდეთ, სად არის თქვენი მოზარდი შვილი ფიზიკურ თუ ვირტუალურ სივრცეში
  • გამოიყენეთ ტექნოლოგია - ე.წ. Parental Controls (მოზარდის ადგილმდებარეობა, ეკრანთან ყოფნის დრო,ასაკის-შესაფერისი აპლიკაციები და სხვა)
  • შექმენით „სანდო წრე“ - ონლაინ საფრთხისას იცოდეთ შეთანხმებული ქმედებები
  • იყავით მაგალითი მოზარდისთვის - უსაფრთხოდ და ზომიერად გამოიყენეთ სოციალური მედია

რჩევა სასწავლო დაწესებულებებს

  • შეძლებისდაგვარად შეიყვანეთ ციფრული უსაფრთხოების საკითხები სასწავლო პროცესში
  • დროულად დააფიქსირეთ კიბერბულინგი და მყისიერად აღკვეთეთ ის
  • შექმენით უსაფრთხო/ანონიმური არხი კიბერბულინგის გასაცხადებლად
  • დროულად შეატყობინეთ მშობლებს ნებისმიერი ინციდენტი

რჩევა მოზარდებს

  • არ დაიმეგობროთ უცხო/უცნობი ადამიანი სოციალურ ქსელში
  • არ გააზიაროთ პირადი ინფორმაცია (მისამართი, პაროლი, PIN, ფოტო-ვიდეო, გეიმინგის პაროლი, ბარათის ნომერი და ა.შ.)
  • შეისწავლეთ და აკონტროლეთ სოციალური მედიის კონფიგურაცია
  • არ გააზიაროთ ადგილმდებარეობა და პირადი დეტალები საჯაროდ სოციალურ მედიაში
  • დააყენეთ ძლიერი პაროლი +დამატებითი ფაქტორი (MFA) ყველა ანგარიშზე
  • gaming console-ში თამაშები ჩამოტვირთეთ ოფიციალური წყაროდან
  • გყავდეთ „სანდო წრე“ - ონლაინ საფრთხის შემთხვევაში იცოდეთ, ვის მიმართოთ.

და ბოლოს, კიბერჰიგიენის საბაზისო წესები ყველასთვის:

  • დაიმახსოვრეთ: თქვენი ნებისმიერი ციფრული აქტივობა ტოვებს კვალს
  • შექმენით და მართეთ თქვენი ციფრული პროფილი გონივრულად
  • არასდროს მიჰყვეთ ბრმად უცნობ ბმულებს და არ შეიყვანოთ ონლაინ ბანკის ან ბარათის მონაცემები
  • არასდროს გააზიაროთ პირადი, ფინანსური, საბარათე მონაცემები
  • არ განათავსოთ ინტერნეტში ისეთი ინფორმაცია, რომლის გაჟონვა თქვენ ან სხვას დააზიანებს რეპუტაციულად ან ფინანსურად
  • დაფიქრდით, რა ინფორმაციას აზიარებთ AI პროგრამებში: გახსოვდეთ წინა წესი

(R)

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში